ეს დაანგრევს სასამართლოს დამოუკიდებლობას – მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე ე.წ ვეტინგზე

ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია მოსამართლის შემოწმების ნებისმიერი მოდელი, რომელიც გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით სასამართლოს ხელისუფლების ჩანაცვლებას, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს დაანგრევს სასამართლოს დამოუკიდებლობას და ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს იმ მიღწევებზე, რომელიც დღეს არსებობს.
„ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ იმას, რომ ერთი ხელის მოსმით, ამ რადიკალი პოლიტიკოსებისა და NGO-ების ჩარევით, გაურკვეველი ექსპერტებისა და უცხოელი მოქალაქეების მონაწილეობით დავანგრევინოთ ეს მიღწევები“, – აღნიშნა მიქაუტაძემ.
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს. ეს არის რიგით 32-ე შეხვედრა, რომელიც ემსახურება იუსტიციის საბჭოში ახალი წევრების არჩევას. იმსჯელებენ ე.წ. ვეტინგის სისტემაზეც.

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში