25 მარტის გამთენიისას რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე ნოვოჩერკასკის ელექტროსადგურში აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა, რაც შესაძლოა დრონების თავდასხმას გამოეწვია.
ხანძრის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა და გაითიშა სადგურის ორი ენერგობლოკი. ამის შესახებ თავად როსტოვის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა ისაუბრა. ხანძარი ქვესადგურის ტრანსფორმატორს გაუჩნა. გუბერნატორის ცნობით, არავინ დაშავებულა.
აღსანიშნავია, გამთენიისას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ “აღკვეთეს კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმის მცდელობა” და ჩამოაგდეს 11 უპილოტო საფრენი აპარატი როსტოვის ოლქში.
სხვადასხვა რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, აფეთქება სწორედ უპილოტო საფრენმა აპარატებმა გამოიწვიეს. მაგალითად, BAZA წერს, რომ თვითმხილველთა ცნობით, ელექტროსადგურს თავს დრონები დაესხნენ და იერიშში რამდენიმე უპილოტო აპარატი ერთდროულად მონაწილეობდა. მსგავს ინფორმაციას ავრცელებს ASTRA-ც და წერს, თერთმეტივე დრონი, რომელთა ჩამოგდების შესახებ ცნობა რუსეთის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა, თავს დაესხა ელექტროსადგურს.
25 მარტის დღისით კიდევ ერთი ცნობა გავრცელდა, რომ ნოვოჩერკასკში აფეთქებების ხმა კვლავ გაისმა. შემდეგ როსტოვის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ უკრაინული რაკეტა ჩამოადო.
ამას გარდა, ამავე დღეს ბელგოროდში დრონმა მანქანა დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.