IDF: ღაზაში ერთ-ერთი მეჩეთის ქვეშ რაკეტებისა და იარაღის მწარმოებელი ქარხანა აღმოვაჩინეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ღაზის სექტორში მდებარე ერთ-ერთი მეჩეთის ქვეშ აღმოჩენილია ქარხანა, რომელიც რაკეტებსა და იარაღს აწარმოებდა.
“188-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს მეჩეთის შიგნით მდებარე ქარხანა, რომელიც აწარმოებდა რაკეტებსა და იარაღს. მინდა, კარგად გაიაზროთ, ზაიტუნის რაიონში მდებარე მეჩეთი გამოიყენებოდა იარაღის საწარმო ქარხნად. ჯარისკაცები შევიდნენ მეჩეთში, ჩაატარეს ჩხრეკა, დარწმუნდნენ, რომ იქ არ იყო მახეები. შემდეგ კი მიაგნეს გვირაბის თავსა და კიბეს. მიწისქვეშ მათ დახვდათ რაკეტების და იარაღების საწარმო. ტერორისტები რაკეტებს მეჩეთში აწარმოებდნენ. ისინი ისლამს და ისლამის სიმბოლოებს ტერორის შესაქმნელად იყენებდნენ”. – თქვა ჰაგარმა.
ამავდროულად, ს თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ნაჩვენებია ქალაქ ღაზაში, ზაიტუნის რაიონში, მეჩეთის ქვეშ მდებარე იარაღის ლაბორატორია.
It says troops of the 188th Armored Brigade captured a number of Hamas sites in Zeitoun, including the offices of the head of Hamas’s Gaza City brigade. The offices were later destroyed. (6/7) pic.twitter.com/JYyhMfKmZD— Emanuel (Mannie) Fabian (@manniefabian) November 20, 2023
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.