საქართველომ დაამტკიცა, რომ არის ამერიკის საიმედო პარტნიორი და ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე რეგიონში

საქართველომ დაამტკიცა, რომ არის [ამერიკის] საიმედო პარტნიორი და ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე რეგიონში, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ამ წლების განმავლობაში იყო თანამშრომლობის ძალიან ბევრი წარმატებული მაგალითი, რეფორმები, პროგრამები, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის უჭერდა მხარს და, რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ გამოვხატავთ მადლიერებას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პროგრესი სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაში საშუალებას მისცემს მხარეებს მეტი გააკეთონ ორმხრივი ინტერესებისთვის.
„მით უმეტეს ახლა, როცა რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები არის გაზრდილი, ხოლო საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი და ჩვენი როლი და ღირებულება, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის, როგორც სატრანზიტო ქვეყნისა და ეკონომიკური ჰაბის, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში