თბილისში, ვაზისუბანში 30 წლის ქალი მეზობელმა კაცმა დაჭრა და კიდურები მოატეხა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს გულმკერდის, მუცლის, ზურგის ხელების და თავის არეში ათზე მეტი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული – ამ დროისთვის ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია, ხოლო გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.