შალვა პაპუაშვილი – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობის ურთულეს გზაზე არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა

მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღს ვულოცავ დედა ეკლესიის მესვეურთ; მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც თავდადებით გააგრძელა ქართული ეკლესიის დიდ მამათა გზა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც აღნიშნავს, ავტოკეფალიის აღდგენა არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, როგორც ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის განმსაზღვრელი აქტი.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობის ურთულეს გზაზე არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, როგორც ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის განმსაზღვრელი აქტი.
პირველ რიგში, ამ მართლაც ისტორიულ თარიღს ვულოცავ დედა ეკლესიის მესვეურთ; მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც თავდადებით გააგრძელა ქართული ეკლესიის დიდ მამათა გზა. ვულოცავ ჩვენს სამღვდელოებას და სასულიერო წოდების წარმომადგენელთ.
ვულოცავ ყოველ ქართველს, ამ ქვეყნის ყველა ჭეშმარიტ პატრიოტს, რადგან დღევანდელი დღე განასახიერებს ჩვენი სამშობლოს რწმენის თავისუფლებას და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ქვაკუთხედს.
ჩვენი და ჩვენი შემდგომი თაობების ვალია, აღარასდროს დავუშვათ ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის რღვევა, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის შერყევა და მისი დაკნინება, გვახსოვდეს ჩვენ დიდ წინაპართა ღვაწლი გაწეული დედა ეკლესიისთვის, როგორც ქართული სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის არსებობის მტკიცე გარანტისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – მესმის, წინა არჩევნებზე კარგი შედეგი იყო დიდ ქალაქებში, მაგრამ გაქანებული რეპრესიები არ იყო და არც ასე აშვებული იყო გადაწყვეტილების მიმღები ხალხი – ასეთი ოპერირების მოდელი აირჩიეს და სტრატეგიაც შესაბამისად უნდა დაგეგმო

ლაშა ბაქრაძე – ხალხი არ აპირებს ჩაბარდეს დიქტატურას, შეიძლება წინააღმდეგობა შემოდგომიდან ახალი ძალით დაიწყოს – როდესაც ადამიანებს მუდმივად ამყოფებენ ზეწოლის ქვეშ, ერთ მშვენიერ დღეს აიღებენ ფიწლებს და მათი შეჩერება გაძნელდება