მაჭარაშვილი: სააკაშვილმა ჯერ იმ შვილებს დაუბრუნოს მამა, ვისაც მოუკლა, ან დაუზიანა

სააკაშვილმა ჯერ იმ შვილებს დაუბრუნოს მამა, ვისაც მოუკლა, ან დაუზიანა და ა.შ. ეს გაიხსენოს. მერე მეორეც, რა თქმა უნდა, ეს ს გადასაწყვეტია. მაგრამ, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ თუ ის შეძლებს და ამხელა ტვირთს საკუთარ თავზე აიღებს, რასაც სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის გამო, ჯანმრთელობა დაზიანებული და დახოცილი ადამიანები, წართმეული ქონებები ჰქვია, ეს მისი გადასაწყვეტია. თუმცა, მან კარგად იცის, რომ ეს ადვილი ნამდვილად არ არის […] სალომე ზურაბიშვილი ფორმალურად არის პრეზიდენტის ფუნქციების მატარებელი და რა თქმა უნდა, ამის შანსი თეორიულად არსებობს. თუ ის კონსტიტუციის დარღვევისა და საკუთარი ხალხისგან გვერდზე გაწევის ტვირთის გარდა, სააკაშვილის მთელ ამ დანაშაულებზე პასუხისმგებლობასაც აიღებს, როგორც მინიმუმ, ეს მისი პიროვნების განადგურებას უდრის.
ასე გამოეხმაურა ს დეპუტატი, მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ექსპრეზიდენტ ს განცხადებას. სააკაშვილმა თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით მის შვილებს მამა დაუბრუნოს.