20 ნოემბერს ისრაელმა გაავრცელა ქუჩის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელიც ასახავს, თუ როგორ კლავს ჰამასის ტერორისტი ფესტივალიდან გაქცეულ ქალს. ჩანაწერი 7 ოქტომბერს, ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმის დღესაა გადაღებული.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გაურბიან ფესტივალის სტუმრები ჰამასის შეიარაღებულ ტერორისტებს. ვიდეოს ბოლო ნაწილში, ჰამასის შაშხანით შეიარაღებული ტერორისტი ახლო მანძილიდან უმიზნებს და ესვრის გაქცეულ ქალს, რომელიც ძირს ეცემა და კვდება. ვიდეოს ხმა არ აქვს, რადგან ის ქუჩის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.
“ეს არის ომი კეთილსა და ბოროტს შორის” – წერია ვიდეოს აღწერაში, სადაც ჰამასის წევრი ფესტივალიდან გაქცეულ ქალს კლავს.
სოციალურ ქსელებში ვიდეო გაავრცელა ისრაელის საგარეო უწყებასთან დაკავშირებულმა ანგარიშმა. ანგარიშს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ვიდეოში მოკლული ქალის ვინაობა.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტამოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.