ეს ხალხი საქართველოს სასიკეთოდ, მით უმეტეს საერთაშორისო არენაზე, არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს – გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე

გიორგი გამსახურდიამ ევრონესტში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა. ამ თემაზე პირველი პრეზიდენტის შვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მისთვის ოპოზიციის ქმედებები, რომლებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, მოულოდნელი არ ყოფილა.
„ეს ხალხი საქართველოს სასიკეთოდ, მით უმეტეს საერთაშორისო არენაზე, არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს. არანაირად არ შედის მათ ინტერესში, რომ საქართველოს ოდნავი მხარდაჭერა მაინც გაუწიონ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მე ეს არ გამკვირვებია. სხვა შედეგს არ ველოდი. რას უნდა ელოდო ამ ადამიანებისგან?!“, – განაცხადა გამსახურდიამ.
მისივე თქმით, დელეგაციის წევრი ოპოზიციონერების დამოუკიდებლობა „გადის „ვივამედზე“ და რა დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ? რომელია იქ დამოუკიდებელი პოლიტიკოსი?“.
გამსახურდიამ ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოუხდია ბოდიში ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ მკვლელობებზე და ყოფილი ხელისუფლების რუსეთთან კავშირზე საუბრობს.
„ივანოვის და ლავროვის მობრძანებული პოლიტიკური ძალაა. რომელ დასავლურ ორიენტაციაზე ვსაუბრობთ? ს დელეგაციის მეტი სააკაშვილის ინაუგურაციაზე არავინ ყოფილა“, – განაცხადა გამსახურდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ აბსოლუტურად ლოგიკურად შეუფარდა ორგანიზაციებს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა

სალომე ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების, არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მხარეს, არამედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც მეტყველებს მის პოლიტიკურ არჩევანზე და იმაზე, რა ძალების მიერ არის მართული

ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივცემულობას, თუმცა ამასაც ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება