პარლამენტს დღეს “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებები წარედგინება

“ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული “საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. სიახლის მიხედვით, კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება, პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.
ცვლილებები ეხება საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებასაც. პროექტის მიხედვით, საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩეველთა მეტ ხმას მიიღებს და მეორე ტური აღარ ჩატარდება.
“საარჩევნო კოდექსის” ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი მიიჩნევა, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება.
“ეს ცვლილება მისცემს წარმოდგენას ჩვენს ამომრჩევლებს, თუ რომელ კონკრეტულ დეპუტატთან ექნებათ უფრო მეტი ბმა კონკრეტული მუნიციპალიტეტიდან გამომდინარე. არჩევნები ჩატარდება 1 ტურის ფარგლებში, მეორე ტურები არ და ვერ გაიმართება, რამეთუ გადანაწილება იმ ხმების მიხედვით მოხდება, რომლებიც 26 ოქტომბერს იქნება მიცემული კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებზე,” – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…