საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ამბობს, რომ ევროკომისიის მიერ დასახელებული ნაბიჯებიდან ყველა მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია და მათი შესრულება კარგია არა მხოლოდ პოლიტიკური კლასისთვის, არამედ თითოეული მოქალაქისთვის.
კალინდრა ასევე აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები მალე დაიწყოს.
“დრო ძალიან სწრაფად გადის. სამი კვირა დარჩა მანამდე, სანამ ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერი მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ეხმიანება საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაციას ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები მალე დაიწყოს… ევროკომისია განიხილავს სამ კვირაში ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით რამდენად შესრულდა რეკომენდაციები. ამ ნაბიჯების შესრულება კარგია არა მხოლოდ პოლიტიკური კლასისთვის, არამედ ეს სასიკეთოა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეჭვგარეშეა, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივულოცოთ,” – ამბობს კალინდრა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 8 ნოემბერს გასცა. ახლა ოფიციალურად გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ, დეკემბერში უნდა მიიღოს.