ღირსებისა და თავისუფლების დღე | უკრაინა ევრომაიდნის 10 წლისთავს აღნიშნავს

21 ნოემბერი ში ღირსებისა და თავისუფლების დღეა. წელს ევრომაიდნის 10 წლისთავია.
2013 წლის 21 ნოემბერს, უკრაინელები პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდნენ და მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვა.
პროტესტი 30 ნოემბრამდე მშვიდობიანი იყო, სანამ მაიდანზე დარჩენილი რამდენიმე ასეული აქტივისტი, ძირითადად სტუდენტები, ღამით პოლიციამ სასტიკად არ დაარბია. უკვე 1-ელ დეკემბერს ასობით ათასი ადამიანი მთელი უკრაინიდან შეიკრიბა ს ცენტრში – პოლიციის ძალადობით, კორუფციითა და ძალაუფლების უზურპაციით აღშფოთებულმა უკრაინელებმა უწყვეტი საპროტესტო ტალღა დაიწყეს, რომელსაც ევრომაიდანი ეწოდა და ღირსების რევოლუციად იქცა.
8 დეკემბერს კიევში მილიონიანი მარში გაიმართა – დამოუკიდებლობის მოედანზე მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მათ გადაწყვიტეს დაეწყოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მინისტრთა კაბინეტისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირება.
10-11 დეკემბრის ღამეს კიევის მაიდანზე მომიტინგეების დაშლა შიდა ჯარებმა და „ბერკუტის“ შენაერთებმა სცადეს. მშვიდობიანი პროტესტი ღია შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
საერთო ჯამში, ევრომაიდანს 100-ზე მეტი მსხვერპლი ჰყავს, რომლებსაც მოგვიანებით “ზეციური ასეული” უწოდეს. საპროტესტო აქციების შედეგად უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა. ქვეყნის პრორუსი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი კი რუსეთში გაიქცა.