უბრალოდ, დაფიქრდით და უპასუხეთ მარტივ შეკითხვას – “მეორე ფრონტის” საფრთხის მიმართ გვაქვს თუ არა მოდუნების უფლება?

უბრალოდ, დაფიქრდით და უპასუხეთ მარტივ შეკითხვას – “მეორე ფრონტის” საფრთხის მიმართ გვაქვს თუ არა მოდუნების უფლება?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, ამ რამდენიმე ხნის წინ ქართული სპეცსამსახურების მიერ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, დიდი ოდენობით ტროტილის გადატანის ფაქტის აღკვეთას იხსენებს.
„რა დღეში ჩავარდებოდა საქართველო, ჩვენს სპეცსამსახურებს რომ არ შეეჩერებინათ თავის ტერიტორიაზე უკრაინიდან სკენ მიმავალი, ტერორისტული აქტების ჩასადენად, განკუთვნილი ტვირთი,“ – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი. ქართველიშვილი სვამს კითხვას – “მეორე ფრონტის” საფრთხის მიმართ გვაქვს თუ არა მოდუნების უფლება? „რუსეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე, 150-მდე დაღუპულზე და დასახიჩრებულზე აქამდე არაფერი თუ არ დამიწერია, იმას არ ნიშნავს, რომ არ ვგმობ მშვიდობიან მოსახლეობაზე ნებისმიერ მსგავს ვერაგობას და ტრაგედიას.
უბრალოდ მეორე დღეა აი რაზე ვფიქრობ: რა ფორმით განხორციელდება რუსეთის მხრიდან შურისძიება, დიმიტრი მედვედევის ცნობილი განცხადების (“სიკვდილი სიკვდილის წილ”) შემდეგ და რა დღეში ჩავარდებოდა საქართველო, ჩვენს სპეცსამსახურებს რომ არ შეეჩერებინა თავის ტერიტორიაზე უკრაინიდან რუსეთისკენ მიმავალი, ტერორისტული აქტების ჩასადენად, განკუთვნილი ტვირთი. უბრალოდ ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ, ამ ტროტილით რუსეთის რომელიმე სტადიონი ან საკონცერტო დარბაზი რომ აეფეთქებინათ და აღნიშნული აქტის გეოგრაფია (-საქართველო-რუსეთი), რომ გაცხადებულიყო.
ან წარმოიდგინეთ, რომ სწორედ მას შემდეგ, რაც საქართველომ მსგავსი გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა, კრასნოგორსკის “კროკუს სითი ხოლში” ვიღაცის ბოროტმა განზრახვამ “გეგმა В” მოიყვანა სისრულეში. უბრალოდ, დაფიქრდით ამაზე და უპასუხეთ მარტივ შეკითხვას – “მეორე ფრონტის” საფრთხის მიმართ გვაქვს თუ არა მოდუნების უფლება?“ – წერს ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ აბსოლუტურად ლოგიკურად შეუფარდა ორგანიზაციებს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა

სალომე ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების, არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მხარეს, არამედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც მეტყველებს მის პოლიტიკურ არჩევანზე და იმაზე, რა ძალების მიერ არის მართული

ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივცემულობას, თუმცა ამასაც ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება

მას შემდეგ, რაც დასრულდება ორი არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში, დარწმუნებული ვართ, თვისებრივად შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად, გვექნება ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება