მათ საქართველოს ინტერესები არ ამოძრავებთ – მაკა ბოჭორიშვილი ცალკეულ ოპოზიციონრებზე

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს დელეგაციაში მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს ევროინტეგრაციის შესახებ რეზოლუციაზე ინფორმაცია ჰქონდათ. მისივე თქმით, რეზოლუციის ტექსტი მათ სამდივნოს თანამშრომლებმა მიაწოდეს.
მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი კოლეგები ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესები დააზიანონ.
„ქალბატონი ანა წითლიძე და არა მხოლოდ ის, საუბრობდა რაღაც ცვლილებებზე, რაც მათ სურდათ, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო ტექსტში და ბუნებრივია, ეს არის იმის დასტური, რომ მათ ტექსტი ნანახი ჰქონდათ. როდესაც ისინი არიან დელეგაციაში და საქართველოს წარმოადგენენ, პირველ რიგში ისინი უნდა მოძრაობდნენ საქართველოს ინტერესების შესაბამისად, თუმცა ეს მათ არ ამოძრავებთ, არამედ ამოძრავებთ მხოლოდ ის ინტერესები, რომ ს წერილები წაიკითხონ საერთაშორისო პლატფორმებზე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა