რუსებმა კიევს ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა დღეს დილით ზე ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მესამე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, ლვოვსა და კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, დედაქალაქში განგაში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მტერმა კიდევ ერთხელ გამოიყენა X-101/X-555/X-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. გაშვება განხორციელდა სარატოვის ოლქის ენგელსის ტერიტორიიდან. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში დედაქალაქში 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რაკეტები კიევს ჯგუფურად, ჩრდილოეთის მიმართულებიდან მიუახლოვდნენ“, – აცხადებენ ს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა კიევის თავზე და დედაქალაქის მიდამოებში ათობით რუსული რაკეტა გაანადგურეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კიევში არავინ დაღუპულა, ან დაშავებულა. ნამსხვრევების ვარდნა დაფიქსირდა დესნიანსკის და შევჩენკოს რაიონებში. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი, თუმცა ხანძარი არ გაჩენილა.
ამასთან, რუსებმა ლვოვის ოლქს 20-ამდე რაკეტითა და „შაჰედის“ 7 დრონით შეუტიეს, ლვოვის მერის, ანდრეი სადოვისა და ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის თქმით, ოკუპანტების სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ – მომავალ პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების კუთხით

მიხეილ სააკაშვილი – მაქვს მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი – თუ ივანიშვილი დარჩა, რუსეთი ისე გადაგვსანსლავს, ისე გაგვანადგურებს და ძვლებში გადაგვტეხავს, როგორც არასდროს გაუკეთებია ისტორიაში