BBC-ის წყარო: „მოკლულია „Crocus City Hall”-ზე თავდასხმის ორი მონაწილე“

ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის (BBC) წყარო ირწმუნება, რომ სულ მცირე ორი თავდამსხმელია მოკლული: ერთი პირდაპირ მაყურებელთა დარბაზში, მეორე კი ბრიანსკის ოლქში, სადაც ს უსაფრთხოების ძალებმა გააჩერეს თეთრი ფერის „რენოს“ მარკის ავტომობილი .
როგორ BBC-ის რუსული რედაქცია ამტკიცებს, მის განკარგულებაშია ბრაიანსკის ოლქში მოკლული მამაკაცის, ტაჯიკეთის 30 წლის მოქალაქის პასპორტის ასლი.
დოკუმენტი გაცემულია ტაჯიკეთის შს სამინისტროს ქალაქ ვახდატის სამმართველოს მიერ, რომელიც დედაქალაქ დუშანბედან 19 კილომეტრში მდებარეობს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მამაკაცი ცხოვრობდა პოდოლსკში – 2018 წელს პოდოლსკის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მან დაარღვია რუსეთის ფედერაციაში ყოფნის წესები – გადააჭარბა დაშვებულ 90-დღიან ვადას, რისთვისაც დააჯარიმეს 5000 რუბლით და დააკისრეს რუსეთიდან “კონტროლირებული დამოუკიდებელი გასვლა”.
BBC-ის ასევე აქვს შამსიდინ ფარიდუნის დოკუმენტის ასლი. ბრიანსკში დაკავებული ამ მამაკაცის დაკითხვის ვიდეოჩანაწერი 23 მარტს გაავრცელა რუსეთის უშიშროებამ. შამსიდინ ფარიდუნი დაბადებულია 1998 წლის 17 სექტემბერს, პასპორტი აღებული აქვს ტაჯიკეთში 2021 წელს და მისი მოქმედებს ვადა 2031 წელს იწურება.
22 მარტს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში, თავდასხმა მოაწყვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტს ათასობით ადამიანი უნდა დასწრებოდა.
Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.
ტერაქტის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 133 ადამიანი და დაჭრილია ასზე მეტი. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მსხვერპლის რიცხვი ალბათ გაიზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ – მომავალ პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების კუთხით

მიხეილ სააკაშვილი – მაქვს მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი – თუ ივანიშვილი დარჩა, რუსეთი ისე გადაგვსანსლავს, ისე გაგვანადგურებს და ძვლებში გადაგვტეხავს, როგორც არასდროს გაუკეთებია ისტორიაში