ჟურნალისტმა იანის სერეტისმა gazzetta.gr-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, რომ მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა საბერძნეთის ნაკრებში დიდი სამუშაო გასწია, ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა, თუმცა 26 მარტს საქართველოს ეროვნულ გუნდთან დამარცხება გამორიცხული არ არის:
“წელს ბერძენმა გულშემატკივარმა ცოტა მეტად ირწმუნა თავისი გუნდის შესაძლებლობები, უკეთესის იმედადაა. ყოველთვის კრიტიკულები ვიქნებით წარუმატებლობებისას, ხმამაღლა აღვნიშნავთ წარმატებას და ყოველთვის ვიქნებით პრეტენზიულები. ჩვენი ტემპერამენტი უცვლელია, მაგრამ წელს გარკვეულწილად რაღაცები შეიცვალა, სწავლა დავიწყეთ.
მაშ ასე, ჩვენ ეროვნული გუნდის აღორძინების ხანაში ვცხოვრობთ, რენესანსში. ცუდი არაა. ზეიმში მიუღებელი არაფერია, ყაზახეთი ურიგო რეპუტაციით არ სარგებლობდა,
მე-40 წუთზე 4:0 გავხადეთ ანგარიში და საქმე მოვუთავეთ. ამას ტალანტით და ძალისხმევით მივაღწიეთ. ფეხბურთელებისთვის ეს ნახევარფინალი კი არა, ფინალი იყო. ვის ეპარება ეჭვი, რომ მაქსიმუმი არ გააკეთეს? პოიეტმა მიიღო რა ზოგიერთი ირაციონალური გადაწყვეტილება, სამუშაოს სწორად წარმართავდა. ყველაფრის შეცვლას ცდილობდა, რეფორმირებას, არჩევანი 30 მოთამაშეზე გააკეთა, რამაც უკვე დაგვანახა პროგრესი. გუნდი უფრო მყარი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარდაცვაში არაა საკმარისი ხარისხი, ის ათწლეულის მიღწევასთან ერთ ნაბიჯში აღმოჩნდა.
თუ მას გამოუვიდა, ძალიან კარგი იქნება. თუ ჩავარდა? არ შეიძლება ჩავარდეს? ნუთუ წარმოუდგენელია საქართველოსთან 55 ათასი მაყურებლის წინაშე მარცხი? ეს შესაძლებელია. ეს სავსებით შესაძლებელია. თუმცა, საბერძნეთის ნაკრები ეყრდნობა რა თავის ნიჭს, ყველაფერს აკეთებს, რაც ძალუძს და გულშემატკივართა მხრდაჭერასა და სიყვარულს იმსახურებს – თუნდაც სახლში ხელცარიელი დაბრუნდეს. იგივე ეხება პოიეტსაც.
ბერძენმა გულშემატკივარმა უკანასკნელ ხანს თავისი გუნდის წარმატებები და წარუმატებლობები იხილა და დროა ფეხბურთელთა ძალისხმევის დაფასება არა მარტო გამარჯვებისას ისწავლოს. მეტადრე მაშინ, როდესაც ეს შეუპოვრობით, ერთიანობით, ღირსებით, ტოქსიკურობისა და ეგოიზმის გარეშე კეთდება”.