ვოლოდიმირ ზელენსკი – თუ რუსები მზად არიან “კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ, პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება

თუ რუსები მზად არიან „კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ, პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ის, რაც გუშინ მოსკოვში მოხდა: ნათელია, რომ პუტინიც და სხვა ნაძირლებიც ეცდებიან ვინმე სხვას გადააბრალონ. ყოველთვის ერთნაირი მეთოდები აქვთ. ეს უკვე ყოფილა. აფეთქებული სახლებიც იყო, ჩაცხრილვებიც, აფეთქებებიც. და ყოველთვის სხვებს აბრალებენ. ისინი ში მოვიდნენ, ჩვენს ქალაქებს წვავენ – და უკრაინის დადანაშაულებას ცდილობენ. ჩვენს ხალხს აწამებენ, აუპატიურებენ – და მათვე აბრალებენ. მათ აქ, უკრაინულ მიწაზე, ასობით ათასი თავისი ტერორისტი შემორეკეს, ჩვენს წინააღმდეგ ომობენ, და მათთვის სულ ერთია რა ხდება მათივე ქვეყნის შიგნით. ეს ყველაფერი გუშინ მოხდა, და ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი, იმის ნაცვლად, რომ ს თავისი მოქალაქეებს მიხედოს, მათ მიმართოს, ერთი დღე ჩუმად იყო – ფიქრობდა, როგორ მიება ეს უკრაინისთვის. ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ის ასობით ათასი რუსი, რომლებიც ახლა უკრაინულ მიწაზე იბრძვიან, სრულიად საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ტერორისტების შესაჩერებლად.
„და თუ რუსები მზად არიან „კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ და თავის სპეცსამსახურებს არანაირი კითხვები არ დაუსვან, მაშინ პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე