თამო კეშელავა: და არც პუტინია სტალინი

“ტერაქტზე რამდენიმე ვერსია ვრცელდება, ერთი ვერსიით, პუტინმა მოაწყო – ამ ვერსიის გასამყარებლად, ამბობენ, რომ თუ დაზვერვა და სპეცსამსახურები არ უმაგრებდნენ ზურგს, დაუბრკოლებლად შესვლას და ასევე დაუბრკოლებლად წასვლას ვერ შეძლებდნენ. მე არ მგონია, რომ ს უშიშროება დღეს ისე ძლიერია, ან სპეცსამსახური, რომ ტერაქტი ვერ მოუწყოს კარგად მომზადებულმა გუნდმა მოსკოვში. მე პირიქით, დაკავება მაფიქრებს – თუ ჩავთვლი, რომ კარგად ორგანიზებული ჯგუფი იყო, თუ მათ მოახერხეს დაუბრკოლებლად შესვლა, ტერაქტის მოწყობა და დაუბრკოლებლად გასვლა – მაშინ უკან დასახევი გზაც გათვლილი უნდა ჰქონოდათ. მათ დროის დიდი ფორა ჰქონდათ.
თუმცა, აქ კიდევ ერთი საკითხია – ნამდვილად ისინი დააკავეს, ვინც ტერაქტი მოაწყო?:) ვინმემ იცის ეს ზუსტად?
მეორე ნაწილი თვლის, რომ პუტინი არ მოაწყობდა ამ ტერაქტს, რადგან არ აწყობდა – მობილიზებას ისედაც გამოაცხადებდა და ომს ისედაც დაიწყებდა ბელგოროდზე თავდასხმის გამო, და ასევე არ აწყობდა იმიტომ, რომ ამრიკამ და დასავლეთმა უკვე გააფრთხილეს ღიად ტერაქტზე და ამის გამო, ს ვეღარ გადააბრალებდა.
ეს პუტინია:)
იმის არ იყოს, ეს რომ რუსეთის დაზვერვაა:)
რუსეთის დაზვერვა აღარ არის ის, რაც იყო, ასე რომ ყოფილიყო, პრიგოჟინს მანამდე მოკლავდა, სანამ მოსკოვზე გაიწევდა და არა – მერე.
რუსეთის დაზვერვაში აღარ არიან სტალინის რეჟიმის გამოზრდილი ხალხი.
ეს რუსეთის დაზვერვაა – რომელსაც წლები, ცხვირწინ პარავდნენ ტანკების ნაწილებს და ეძინა.
ეს რუსეთის დაზვერვაა – კორუფციაში მობანავე რუსეთის დაზვერვა.
ეს რუსეთის დაზვერვაა, იმ რუსეთის, რომელიც ელემენტარულ ჩიპებსაც ვერ აწარმოებს, იმ რუსეთის, რომელიც სარეცხ მანქანასაც არ აწარმოებს, იმ რუსეთის, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ეაჯება და ირანს დამეხმარეო, იმ რუსეთის, რომელიც კი, ყიდულობს ტექნიკას მესამე ქვეყნების გავლით, მაგრამ რამდენი ხვრელიც უნდა აითვისოს, მაინც არ იქნება საკმარისი – რადგან სიდიდე, ხან მომგებიანია და ხანაც – წამგებიანი:)
და არც პუტინია სტალინი.
პუტინს არ აინტერესებს სხვების აზრი, თორემ, ყველამ ვიცით, რომ ყველა დასავლური სიკეთით უნდა სარგებლობა და მაინც გარყვნილს ეძახის და ადარდებს? ჩვენი შიდა პოლიტ. ელიტის არ იყოს.
ის არ იტყვის, რომ ბელგოროდისთვის უნდა იძიოს შური, რადგან, არც იმას იტყვის, რომ ბელგოროდს ვერ იცავს, არც ის ადარდებს, მივხვდებით, თუ ვერა, თუ არა.
რატომ ვერ დახოცავდა საკუთარ ხალხს? პირველად დაუხოცავს?
ის ახალგაზრდა ბიჭები, იარაღი რომ არ დაუჭერიათ ხელში, დასახოცად არ გაუშვა და არ გაწირა?
მერე 8 მარტს დედებს არ შეხვდა ჯარისკაცების და მაშინ, როცა ჯარისკაცების ცხედრებს მალავდა, არ მოატყუა დედები, არავინ დაღუპულაო?
დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციის სახით ის თევზი არ დაურიგა, რომელიც უფუჭდებოდა?
არ ჭირდებოდაო…
უკრაინაში შესვლაც არ ჭირდებოდა, არც ერთი ლოგიკით, ღორი და მკვლელი რომ არ იყოს.
ნორდ ოსტსა და ბესლანსაც ვერ ვამსგავსებ, რადგან ორივე შემთხვევაში – გამოჩნდა რუსული სპეცსამსახურების ძალა და სისასტიკე, ასევე, გამოჩნდა ორივე წინა შემთხვევაში, რომ ტერორისტებს არ დაინდობენ, ორივე შემთხვევაში იყვნენ მძევლები და იყო მოთხოვნები – აქ არც ერთი მსგავსი არ გვინახავს.
მეტიც, მედვედევმა განაცხადა – სიკვდილი სიკვდილისთვის, ყველას დავხოცავთო – თუმცა, ახლა ამტკიცებენ, ყველა ცოცხლები ავიყვანეთო – წინააღმდეგობაც არ გაუწევიათ?
ტერორისტები, მოთხოვნის გარეშე, სიცოცხლის გაწირვის გარეშე, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაკავებისას? – ძალიან უცნაური ტერორისტები დაუკავებიათ, მინდა გითხრათ.
ცოცხალს არავის დატოვებდნენ, თავის გაწირვა რომ სდომნოდათ, და თუ უკან დასახევი გზა კარგად არ ჰქონდათ გაწერილი და თუ მართლა ის ტერორისტები იყვნენ და მართლა იმ ორგანიზაციიდან და თუ დარწმუნებულნიც არ იყვნენ, რომ თავს დააღწევდნენ, მასშტაბს გაზრდიდნენ, რა შეუშლიდათ ხელს? თუ თავად ვერა, დაელოდნებოდნენ სპეცრაზმსს და რუსი სპეცრაზმი საკუთარი ხელით ჩახოცავდა გადარჩენილებს იმ შენობაში.
თუ ეს არაა პუტინის ჩადენილი მაშინ, მგონია რომ ეს რეპეტიციაა. ჯობია, ვცდებოდე, ცხადია, რადგან, ომი ომად და სამხედრო ობიექტები – ობიექტებად და რუსული სამხედრო გემები ნა@უი და მშვიდობიანი ადამიანების დახოცვა რომ მინდოდეს, პუტინი უნდა ვიყო.
ფაქტი ერთია – აქ, ამ ტერაქტში, მხოლოდ დაგვიანებული მოქმედება, კიდევ დაგვიანებული მოქმედება და კიდევ დაგვიანებული მოქმედება დავინახეთ. შეიძლება ასეც იყო დაგეგმილი, რადგან რუსული სპეცრაზმი როგორც შედის შენობებში, ვნახეთ და შესაძლოა, ამჯერად, ეს “ეფექტი” არ უნდოდა.
მაგრამ, დაგვიანებული მოქმედება მხოლოდ ჩვენ კი არა, ტერორისტებმა დაინახეს, რაც მთავარია, ტერორისტებმა, არაერთი ქვეყნიდან, რომლებსაც პუტინის ჯავრი სჭირთ და – სამწუხაროდ, მგონია, რომ მიუხედავად იმის, ვინ მოაწყო, მოსკოვი საფრთხე გახდება მშვიდობიანი ადამიანებისთვის.
მაგრამ, პუტინს არც ეს ადარდებს, ისევე, როგორც არც ერთი დაღუპული ჯარისკაცი უდარდია, და ხო, არაფერში აწყობდა, ისევე, როგორც არ აწყობდა პრიგოჟინის მოკვლა, რადგან ამით დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად წავიდა მის წინააღმდეგ, ნამდვილად გაუბედა მოსკოვზე წასვლა და ნამდვილად არ უვარგა დაზვერვა და მაინც მოკლა.
პუტინი ვერ აღიქვამს ახლა რა დროა.
რა შეიცვალა მსოფლიოში.
მეთოდები, რომლებსაც იყენებს, წარსულში ჩარჩა, ბებერი საფრანგეთი და ბებერი გერმანია შეიცვალა, ვინ წარმოიდგენდა ამას 2 წლის წინ? თურქეთმა რაც გაუბედა რუსეთს, ჩინეთიდან რა უარიც გადაყლაპა – ამას ვინ წარმოიდგენდა 2 წლის წინ?
პუტინს არ აქვს შესაძლებლობა, შეცვლილ გარემოებას მოერგოს, არ აქვს ამისი გონებრივი შესაძლებლობა, არც ტექნიკური, არც ტექნოლოგიური და როგორც ვნახეთ, ვერც დაზვერვა ჰყავს შესაბამისი – ამიტომ, ტყუილად ვცდილობთ ლოგიკის დანახვას მის ქმედებებში და არსებული ვითარების ჭრილში გაანალიზებას მისი ქმედების.
ამ მიზეზთა გამო, მე მაინც პუტინის მოწყობილი მგონია ეს სასაკლაოც, ისევე, როგორც, მგონია, რომ მოსკოვსვე შემოუბრუნდება ეგაც ცუდად და ისევე, როგორც მგონია, რომ რაც უნდა იყოს მისი მეორე, მესამე და მეხუთე ნაბიჯი, შედეგი იგივე ვეღარ ექნება, რაც ჩეჩნეთის ომის წინ, რადგან, ეს ის სამყარო აღარაა და აღარც მას ჰყავს ის პარტნიორები, რომლებიც ჰყავდა, გინდ ოფიციალურად და გინდ – არაოფიციალურად და რაც ყველაზე მთავარია, მაშინ ის ახერხებდა იმ მითის შენარჩუნებას, რომ ნომერ პირველი არმია ჰყავს, ნომერ პირველი შეიარაღებით – დღეს მან ამ დამსხვრეულ მითს, წინასწარ გაფრთხილებული და მაინც ხელთუპყარი დაზვერვაც დაამატა ბონუსად,” – წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება