რატომ გაუჭირდება პუტინს ტერაქტზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილება? – თავდგირიძე

რატომ გაუჭირდება პუტინს ტერაქტზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილება? პირველ რიგში, მას აქვს სრული გავლენა რუსულ სპეცსამსახურებზე. მას შეუძლია გასცეს დავალება ტერორისტული აქტის მოწყობის შესახებ, წერილობითი ბრძანების გარეშე. ამ ამოცანის შესასრულებლად უსაფრთხოების სამსახურში შეიძლება შეიქმნას დროებითი ჯგუფი და მიიღოს ყველა მხარდაჭერა სამსახურს შიგნით, ისე რომ არავინ დაინტერესდება ოპერაციის ანტიკონსტიტუციურ არსზე. უწყების შიგნით კონტროლი არ არსებობს, არ არსებობს პოლიტიკური ზედამხედველობის მექანიზმებიც. საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოსაწყობად, ს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში საკმარისია პუტინის ნება. მეორეც, პუტინს თავისი პოლიტიკური გავლენის გასაზრდელად და ძალაუფლების კონსოლიდირებისთვის მინიმუმ ერთხელ გამოყენებული აქვს ამ ტიპის ტერორისტული ქმედება. აგრეთვე, კრემლის პოლიტიკურმა თავებმა და პროპაგანდისტებმა პირველივე წუთებიდან უკრაინის კვალზე დაიწყეს საუბარი. რაც ყველაზე უცნაურია და პუტინის კვალზე აჩენს ეჭვს, შეიარაღებული ჯგუფი აღწევს სავაჭრო ცენტრში ორგანიზებულად, მიუხედავად დაცვის თანამედროვე სისტემებისა და სანამ არ იწყებენ სროლას, მანამდე მათი ქმედებები შეუმჩნეველი რჩება. დაცვისთვის და სპეცსამსახურებისთვის ბოლომდე გაურკვეველი რჩება ტერორისტული ჯგუფის რაოდენობა, მოქმედების არეალი და მიზნები. რეაგირების ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ იქვე ომონის ბაზაა, მხოლოდ ერთი საათის შემდეგ იწყებს კონტრტერორისტულ ქმედებას. მიუხედავად ამისა, ტერორისტები, ორგანიზებულად ტოვებენ მოქმედების არეალს. ტერორისტები კარგად არიან მომზადებული, აქვთ უწყვეტი კავშირი ერთმანეთთან და ემოციის გარეშე მიყვებიან შემუშავებულ ოპერაციის გეგმას. ამასთანავე, მათ მინიმუმ 300 კაცთან აქვთ პირდაპირი შეხება და არცერთი მათგანი არ წარმოადგენს მათთვის თუნდაც შემთხვევით ხიფათს, ტერორისტებს შორის არ არის დაჭრილები ან დაზიანებულები. ასევე მნიშვნელოვანია ხანძრის გაჩენის კარგად ორგანიზებული ეპიზოდი. ესეც გ კარგად დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული და ხარვეზების გარეშე შესრულებული ეპიზოდია, რომელიც ჯგუფის ამ ოპერაციისთვის მომზადების ხარისხზე და ჯგუფის წევრების დიდ გამოცდილებაზე მეტყველებს. აქვე დავაზუსტებ, რომ კომპლექსი აღჭურვილი იყო ძვირადღირებული და ეფექტური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. ასევე საეჭვოა ჯგუფის მიერ ოპერაციის შემდეგ კარგად ორგანიზებული ევაკუაცია, ისინი ოპერაციის მსვლელობისას და მის დასკვნით ეტაპზეც იღებდნენ ინფორმაციას რა ხდებოდა კომპლექსში და კომპლექსს გარეთ. ეს მეტყველებს მათ კავშირის კარგ აღჭურვილობაზე ( ან სამოქმედო გარანტირებულ დროის ჩარჩოზე) რომელიც ვერ ( ან არ ) ჩაიხშო კონტრტერორისტული ოპერაციის დაწყებისთანავე. ოპერაციის ორგანიზებულობის და მონაწილეების შესანიშნავი მომზადების გათვალისწინებით, კომიკურია ერთ მანქანაში მჯდომი ოთხი ტაჯიკი ტერორისტის ისტორია. ჯგუფი რომელმაც ადვილად შეაღწია კარგად დაცულ კომპლექსში და შემდეგ უსაფრთხოდ დატოვა ტერორისტული აქტის ადგილი, უეჭველად იქნებოდა უზრუნველყოფილი უსაფრთხო მგზავრობის მარშუტით და თავშესაფარით, თანაც არც ერთ ვარიანტში არ იმგზავრებდნენ და არ გაჩერდებოდნენ ერთად. დრო იცვლება, პუტინი და რუსული სპეცსამსახურები არა. ვნახოთ საზოგადოება როგორ შეიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა