ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი, თუ რაიმე არსებობს საქართველოში, არის ეს ე.წ. არასამთავრობო სექტორი – ირაკლი კობახიძე

ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი თუ რაიმე არსებობს საქართველოში, არის სწორედ ეს ე.წ. არასამთავრობო სექტორი. აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი დაფინანსება, ხარჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ არაფერი იცის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რისთვის აფინანსებს ამ ორგანიზაციებს.
„ძალიან შეზღუდულია ეს ინფორმაცია, რაც ბუნებრივია, არის სერიოზული პრობლემა, თუმცა ჩვენ ამ პრობლემის მიუხედავად ვახერხებთ და ვაწვდით საზოგადოებას სათანადო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს და ვინ წარმოადგენს სხვა ინტერესებს. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ იყო არაერთი ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, როდესაც ექსტრემისტული ორგანიზაციებიც კი ფინანსდებოდა უცხოური წყაროებიდან. ეს იყო მაგალითად იგივე „ფრანკლინის კლუბის” დაფინანსება, „კანვასის” ტრენინგები და ა.შ. ეს ყველაფერი არის შემაშფოთებელი, თუმცა ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ ამ ბუნდოვანებისა და გაუმჭვირვალობის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთმა ორგანიზაციებმა პრობლემა არ შეუქმნან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას.
როდესაც დონორი აფინანსებს გარკვეულ ორგანიზაციას, დონორმა მთლიანად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შესაბამისი ორგანიზაციის ნებისმიერ საქმიანობაზე, განცხადებაზე. ეს არის სწორი სტანდარტი. როდესაც არ ემიჯნებიან კონკრეტული დონორები მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებს განცხადებებს, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, თუმცა ამ პირობებშიც საზოგადოება არის სათანადოდ ინფორმირებული და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენი ინტერესები იყოს სათანადოდ დაცული. ბუნდოვანების მიუხედავად ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს ვერ შეექმნება პრობლემები”, – განაცხადა ირაკლი მ.