“ყველაზე ლოგიკური ახსნა რუსეთის უშიშროების კატასტროფული ჩავარდნაა” – კობერიძე

პუტინის მიმართვიდან ჩანს, რომ კრემლი ცდილობს მოსკოვის გუშინდელ თავდასხმაში ც გარიოს რაიმე ფორმაში. მან მიმართვაში აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით ტერორისტები უკრაინის საზღვრისკენ გარბოდნენ, სადაც მათ ელოდებოდნენო. იკვეთება, რომ პუტინი ცდილობს ს უშიშროების სრული ჩავარდნის ფონზე დანაშაულში პასუხისმგებლობა უკრაინასაც აკიდოს, მაგრამ ეს მცდელობა საკმაოდ არასერიოზულად გამოიყურება არამხოლოდ დასავლეთის თვალში, რომელიც მარტის დასაწყისიდან აფრთხილებდა რუსულ უწყებებს საფრთხის შესახებ, არამედ ვფიქრობ ქვეყნის შიგნითაც კი. უბრალოდ, კრემლს არ სურს გაუშვას შანსი ხელიდან და რუსი მოსახლეობისათვის არსებული მდგომარეობა ისე შეფუთოს, რომ უკრაინის დადანაშაულებაც მოახდინოს, თან სავარაუდო სამხედრო მობილიზაციის წინ კიდევ უფრო გაამკაცროს კონტროლი იმ სფეროზე (მათ შორის საზღვარზე), რომელიც მას მოესურვება.
გუშინდლიდან ვრცელდება ის ვერსია, თავად ფსბ-მ ხომ არ დაგეგმა ეს ტერორისტული აქტიო, მით უფრო რომ 1999 წელს რიაზანში მსგავსი საეჭვო რამ უკვე მოხდა, როდესაც ფსბ-ს თანამშრომლებს ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაჰქონდათ ერთ-ერთი კორპუსის ბინის სარდაფში. მაშინ ისინი პოლიციამ დააკავა, მაგრამ ფსბ ჩაერია და გაათავისუფლებინა დაკავებულები და თქვა წვრთნა იყოო. მაშინ ეს ყველაფერი ჩეჩნეთის ომის მხარდასაჭერი წინაპირობისათვის იყო საჭირო და დღემდე არაა ცნობილი თუ ზუსტად რა მოხდა იქ. გამორიცხული არაფერია, მაგრამ მოსკოვში გუშინდელი თავდასხმა ნაკლებად ლოგიკურია ფსბ-ს მოეწყო, მით უფრო, რომ -მ ორი კვირით ადრე ღია წყაროებითაც კი გააფრთხილა რუსეთი მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, რაც აზრს უკარგავდა (და ახლაც აბსურდულს ხდის) რუსეთის მხრიდან გამოსვლას და უკრაინა/დასავლეთის დადანაშაულებას. თუმცა გასაგებია და კიდევ ერთხელ აღსანიშნავია, რომ ზოგადად კრემლისაგან გამორიცხული არაფერია. ეს ის რეჟიმია, რომელიც საკუთარი მოსახლეობის განადგურებას არ ერიდება, ერთი ხელით ჰამასს უჭერს მხარს და მეორეს მხრივ თავად ახორციელებს ტერორს სამეზობლოში. რაც შეეხება არსებულ ვერსიას ისლამური სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილ ტერორიზმზე. ეს ვერსია მოცემულ ეტაპზე ყველაზე დამაჯერებელი და სავარაუდოა. ისლამური სახელმწიფოს და მათთან დაკავშირებული სხვა რადიკალური ჯგუფების მოქმედება რუსეთის ტერიტორიაზე ახალი არ არის. ცნობილია, რომ 2015 წლისათვის ISIS-ში ტუნისისა და რუსეთის მოქალაქეები ჭარბობდნენ (25 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს რუსეთში და მათგან რამდენი რადიკალია არავინ იცის). გარდა ამისა შუა აზიის ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი ტაჯიკეთზე მოდიოდა ISIS-K-ს (ისლამური სახელმწიფო ხორასანში – ავღანეთი-შუა აზია) წევრების დიდი ნაწილიც. შუა აზიიდან იყვნენ რადიკალები ჩასული საომრად სირიაშიც. ამასთან, 90-ნი წლებიდან რუსეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს ტაჯიკეთში, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას პანისლამური ძალების წინააღმდეგ. ახლაც სწორედ ტაჯიკების მონაწილეობაზე საუბრობენ გუშინდელ თავდასხმაში. ამასთან, სხვა ისლამური ემირატი და ალ-ყაიდა მოქმედებდა ჩრდილოეთ კავკასიაშიც. რუსეთი ჩართული იყო ISIS-სთან ბრძოლაში სირიაშიც. არაა უცნობი რუსეთის მონაწილეობა აფრიკაშიც. შესაბამისად, თუკი გუშინდელი ტერორისტული აქტი მართლაც ISIS-ის მოწყობილი იყო, თავდამსხმელთა მხრიდან პოტენციური მოტივები ბევრი შეიძლება ყოფილიყო. და ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი რუსეთის წინააღმდეგ ადრეც მომხდარა: 2015 წელს ეგვიპტიდან რუსეთში მიმავალი ხალხით სავსე რეისი ააფეთქეს ISIS-ის წევრებმა. ამ ყველაფრის ფონზე ისლამური სახელმწიფოს ან მათი მოკავშირეების მიერ ჩადენილი დანაშაულის ვერსია ყველაზე დამაჯერებლად გამოიყურება. იმის გამო, რომ აშშ წინასწარ აფრთხილებდა რუსულ უწყებებს მოსალოდნელი პოტენციური საფრთხის შესახებ, რუსულ ფორუმებზე ზოგი იმაზეც კი ბრაზობს დასავლურმა დაზვერვამ როგორ გვაჯობა საფრთხეების ანალიზში ჩვენსავე ტერიტორიაზეო.
ასე რომ ყველაზე ლოგიკური ახსნა რუსეთის უშიშროების კატასტროფული ჩავარდნაა, რომლებიც დემონსტრანტების დაკავებაზე, საკუთარი მოსახლეობის კონტროლსა და საგარეო ომებზე არიან ფოკუსირებული. ამ ფონზე კი როგორც ჩანს ტერორისტებმა დრო იხელთეს. უშიშროების კატასტროფული ჩავარდნის გადასაფარად, კონტროლის გასაძლიერებლად და სხვადასხვა შეთქმულების წარმოსაჩენად კრემლის მხრიდან უკრაინის რაიმე ფორმით ჩათრევის მცდელობა აბსურდულია, მაგრამ მაინც ვხედავთ ამ აბსურდულ მცდელობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა