განათლებული ახალგაზრდა ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარია, ასე რომ, “ქართული ოცნების” ახალგაზრდებზე გათვლილი პოლიტიკა მისაბაძი და საჭიროა

განათლებული ახალგაზრდა ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარია, ასე რომ, “ქართული ოცნების” ახალგაზრდებზე გათვლილი პოლიტიკა მისაბაძი და საჭიროა
სახელმწიფო აღიარებს ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის პროცესში და ქმნის განვითარებისათვის მხარდამჭერ ქმედით მექანიზმებს, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, “ქართული ოცნების” ახალგაზრდებზე გათვლილი პოლიტიკა მისაბაძი და საჭიროა.
“სახელმწიფო აღიარებს ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის პროცესში და ქმნის განვითარებისათვის მხარდამჭერ ქმედით მექანიზმებს.
ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობისთვის, ახალგაზრდების კომპეტენციების განვითარებისა და საჭირო გამოცდილების დაგროვებისათვის სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.
დაინერგება საჭირო სერვისები, რომლებიც შეავსებს ფორმალურ განათლებას (ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი) და ხელს შეუწყობს ახალგაზრდის მრავალმხრივ განვითარებას. სახელისუფლებო გუნდის მიერ ახალგაზრდებზე გათვლილი საქმიანი პოლიტიკით საქართველოში ახალგაზრდებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება სტაჟირების მექანიზმი რათა ადრეული ეტაპიდანვე მოხდეს მათი ჩართვა, პოტენციალის გამოყენება სახელმწიფო თუ კერძო სექტორში. განათლება ძალაა! განათლებული ახალგაზრდა ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარია, ასე რომ “ქართული ოცნების” ახალგაზრდებზე გათვლილი პოლიტიკა მისაბაძი და საჭიროა. წარმატებები განათლებულ ახალგაზრდებს და მათივე მონაწილეობით განვითარების გზაზე მეტი ხელშესახები შედეგი მათ.” – წერს სოციალურ ქსელში.
Previous: ანტისამთავრობო სექტორად ჩამოყალიბებულ მეხუთე კოლონას მოუწევს სათავისოდ კომფორტული, მაგრამ ქვეყნისთვის დესტრუქციული და ძირგამომთხრელი ზონიდან გამოსვლასთან გარდაუვალი შეგუება

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება