წოწორიას რეფორმის გატარებით უკრაინამ და მოლდოვამ აღიარეს, რომ არ არიან შემდგარი ინსტიტუტების მქონე ქვეყნები, ჩვენ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუტებით

წოწორიას რეფორმის გატარებით მ და მოლდოვამ აღიარეს, რომ არ არიან შემდგარი ინსტიტუტების მქონე ქვეყნები, ჩვენ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუტებით
წოწორიას რეფორმა საქართველოში არის აბსოლუტურად უადგილო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციაზე ვეტინგის სისტემის შემოღების კენჭისყრას ეხებოდა.
პრემიერის შეფასებით, საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუტებით, ვეტინგის შემოღება კი საპირისპიროს აღიარებას ნიშნავს.
„ვერ გეტყვით, რამდენი მოსამართლე შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას. თუ აღმოჩნდება ისე, რომ 300-ზე მეტი მოსამართლე პირობითად მხარს უჭერს საერთო პოზიციას, ეს იქნება ძალიან სწორი, ეს დაემთხვევა ერთი – ჩვენს პოზიციას, მაგრამ მარტო სუბიექტურები არ ვართ ამ ყველაფერში, აქ მარტივ საკითხებზეა საუბარი, „ვეთინგი“ ნიშნავს იმის აღიარებას, რომ შენ არ ხარ შემდგარი სახელმწიფო შემდგარი ინსტიტუტებით.
კი ბატონო, უკრაინას აქვს ამის უფლება, მოლდოვას აქვს ამის უფლება, „ვეთინგის“ შემოღებით და წოწორიას რეფორმის გატარებით მათ აღიარეს, რომ არ არიან შემდგარი ინსტიტუტების მქონე ქვეყნები. ჩვენ ამას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო შემდგარი ინსტიტუტებით და მართლაც ასეა, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს შემდგარი ინსტიტუტები. აქედან გამომდინარე წოწორიას რეფორმა საქართველოში არის აბსოლუტურად უადგილო,“– აღნიშნა პრემიერმა.
Next: ერთადერთი, რაც აქვს ოპოზიციას დღის წესრიგში, არის ცესკოს როგორმე დისკრედიტირება, რაც არ გამოუვათ, ცესკო მთელი ამ წლების განმავლობაში მუშაობდა გამართულად

ასევე დაგაინტერესებთ

გვაქვს შესაძლებლობა, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება გუშინდელ დღედ ვაქციოთ, შემდეგ კი, მეტი განვითარებისა და კეთიდღეობისთვის, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის ვიბრძოლოთ!

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 7%-მდე გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ისინი ხედავენ წლევანდელ ტენდენციებს, 7.9%-ია ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც სწორი პოლიტიკის, სწორი მენეჯმენტის და იმის დამსახურებაა, რომ ბიზნესი თავისუფალია და ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა

1 ოქტომბრის იდეალების, განვლილი წლების მონაპოვარის დაცვის თვალსაზრისით კიდევ ერთი გამოცდა გველოდება 4 ოქტომბერს – მოახლოებულ არჩევნებში, ნიღაბჩამოხსნილი მტრები არეულობის და სახელმწიფო გადატრიალების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ

მუდმივმა სიფხიზლემ, სიმართლის მხარეს დგომამ და სუვერენიტეტის გამყარებაზე ზრუნვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ყველა მოღალატე ვამხილეთ, შიდა მტრებს ვაიძულეთ ეღიარებინათ, რომ მათ ქმედებას გარე ინტერესი უდევს საფუძვლად