ევროკავშირი ჩვენთვის არის ღირებულებები და სამწუხაროდ ადეიშვილის ვიზიტები კაბინეტებში ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს

ეს არ არის ევროკავშირის საკითხი, ევროკავშირის პრობლემა. როცა იგივე ადეიშვილი დადის ევროკავშირის კაბინეტებში, ეს არ არის ევროკავშირის პრობლემა. ევროკავშირი ჩვენთვის არის ღირებულებები და სამწუხაროდ ადეიშვილის ვიზიტები კაბინეტებში ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს. იგივე განცხადებები ე.წ. „ვეთინგთან“ დაკავშირებით ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს. ამიტომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ევროკავშირი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით თუ არგუმენტები იქნება, ხელისუფლება მოისმენს. მისივე თქმით, ყველამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, როდესაც რაღაცას ითხოვს.
„თუ იქნება არგუმენტები, მოვისმენთ. რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციებისთვის სრული ღიაობა, მაგრამ როცა ჩვენ გვაქვს არგუმენტები, მეორე მხრიდანაც ველოდებით არგუმენტებს, ეს არის სწორედ ევროკავშირის ღირებულება. არგუმენტები არ არის, ყველამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, როდესაც რაღაცას ითხოვს,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც კი არის

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასულ წელს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი