„ჰამასი“ აცხადებს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის რეზოლუციაზე რუსეთისა და ჩინეთის მიერ ვეტოს დადებას მიესალმება

„ჰამასი“ აცხადებს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ -ის რეზოლუციაზე სა და ჩინეთის მიერ ვეტოს დადებას მიესალმება.
„ჩვენ რუსეთის, ჩინეთისა და ალჟირის პოზიციის მიმართ მადლიერებას გამოვხატავთ, რომლებმაც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის შესახებ ამერიკული მიკერძოებული რეზოლუცია უარყვეს“, – აცხადებს „ჰამასი“.
„ჰამასის“ განცხადებით, რეზოლუციის პროექტი „მცდარ ფორმულირებას შეიცავს და ისრაელს ღაზის სექტორში პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდური ომის წარმოებისთვის ლეგიტიმურობას აძლევს“.
შეგახსენებთ, გუშინ, გაერო-ს უშიშროების საბჭოში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის მიერ წამოყენებულ რეზოლუციას, უშიშროების საბჭოს 11-მა წევრმა მხარი დაუჭირა, ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო დაადეს, ალჟირმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, ხოლო გაიანამ თავი შეიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გააუქმა