ისრაელის თავდაცვის ძალები – ალ-შიფას საავადმყოფოში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 170-ზე მეტი ტერორისტია ლიკვიდირებული

ალ-შიფას საავადმყოფოში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 170-ზე მეტი ტერორისტია ლიკვიდირებული, – ამის შესახებ განცხადებას ს თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„ჯერჯერობით, შეიარაღებულმა ძალებმა საავადმყოფოს ტერიტორიაზე 170-ზე მეტი ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს, 800-ზე მეტი ეჭვმიტანილი დაკითხეს და უამრავი იარაღი და ტერორისტული ინფრასტრუქტურა აღმოაჩინეს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ასევე, ცენტრალურ ღაზაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შედეგად, „ჰამასის“ 15 მებრძოლი დაიღუპა.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაცია 18 მარტს დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება