„დაგვისაბუთონ, რომ ვეტინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს“ — კობახიძე EU-ს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ევროკავშირის განცხადების საპასუხოდ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების (ე.წ. ვეტინგი) თემა „აბსოლუტურად დახურულია“.
კობახიძის თქმით, მმართველ გუნდი მზადაა კონსულტაციებისთვის, თუმცა ამ დრომდე ვერავინ წარმოადგინა არგუმენტები, რომ ვეტინგი არ ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს და სასამართლოს დამოუკიდებლის პრინციპს.
„ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს. პირველ რიგში, ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი. ყველაფერზე ამაღლა დგას კონსტიტუციური სამართალი, სამართლის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების ხელყოფას“, — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „ოცნებას“ აქვს მყარი არგუმენტები.
„თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს რომ ე.წ. ვეტინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, მზად ვართ , ყველა არგუმენტი განვიხილოთ. მაგრამ დღემდე ვერავინ წარმოადგინა და ვერც წარმოადგენს არგუმენტებს. ველოდებით არგუმენტებს. არ შეიძლება არგუმენტების გარეშე მოგვთხოვონ სახელმწიფოს სუვერენიტეტის და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა“, — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, 2004-12 წლებში ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც მაშინდელმა ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა დაიმორჩილა, ვეტინგი იყო და ახლა უნდათ, ოპოზიციამ დაიმორჩილოს.
„ეს არის ოპოზიციის განზრახვა და მიზანი, ამიტომ ლობირებენ საზღვარგარეთ საკუთარ ინტერესებს“, — დასძინა კობახიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ევროკავშირისთვის ამოსავალი წერტილია ევროკავშირის ღირებულებები და ზურაბ ადეიშვილის ვიზიტები, ისევე როგორც განცხადებები ვეტინგთან დაკავშირებით, ამ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
კობახიძისვე თქმით, მ და მოლდოვამ ვეტინგის შემოღებით აღიარეს, რომ არ არიან შემდგარი ინსტიტუტების მქონე ქვეყანა.
„უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს შემდგარი ინსტიტუტები“, — თქვა მ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოში სასამართლო რეფორმის საკითხებზე მიმდინარე მოვლენებს.
პიტერ სტანოს განცხადებით, მართლმსაჯულების სიღრმისეული რეფორმა, რომელიც მათ შორის შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და თანხვედრაში იქნება ევროკავშირის 2023 წლის გაფართოების ანგარიშსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, ევროკომისიის ერთ-ერთი ფუნდამენტური რეკომენდაციაა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების გზაზე.
მისივე თქმით, ეს ასევე არის იმ 9 ნაბიჯის ჩამონათვალში, რომელიც ევროკომისიამ მოამზადა გაფართოების კომუნიკეში, რომელსაც ყველა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი და რომლის საფუძველზე საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
„იმისათვის, რომ უპასუხოს არსებულ სისტემურ გამოწვევებს, საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს გადამოწმების ექსტრაორდინარული მექანიზმი, მასში ჩართოს საერთაშორისო ექსპერტები და პროცესში გადამწყვეტი როლი მიანიჭოს”, – ნათქვამია პიტერ სტანოს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ გადამოწმება უნდა შეეხოს მართლმსაჯულების სფეროში უკვე დანიშნულ და კანდიდატ პერსონებს, რომლებიც წამყვან თანამდებობებს იკავებენ, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაეს სასამართლოში, და ასევე სასამართლოების თავმჯდომარეებს.
„ქართული ოცნება“ უარს ამბობს, დანერგოს მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას.
მმართველ პარტიაში ცდილობენ ე.წ. ვეტინგი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა იმ ყველაფერს, რაც ამ ინსტრუმენტის უკან დგას, საქართველოსაგან სინამდვილეში ევროკომისია ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორი ჯიმ რიში – ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება მთავრობის სახიფათო გზას – საქართველოს ოცნება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანებაა, რასაც მთავრობამ პატივი უნდა სცეს