“უდიდესი პატივია ჩემთვის საქართველოს წარდგენა ასეთი ფართო მასშტაბის კონკურსზე…” – როგორია ნინი ნუცუბიძის ემოციები დიდი წარმატების შემდეგ – Marao

ახალგაზრდა მუსიკოსი, გამორჩეული სტილისა და მუსიკალური მონაცემების მქონე ნინი ნუცუბიძე, მსმენელმა ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო, როცა ის ჯერ “ნიჭიერის”, შემდეგ კი “X ფაქტორის” სცენაზე გამოჩნდა. ნინი მაშინ, მუსიკასთან ერთად, სკეიდბორდით იყო გატაცებული და, როგორც თავად ამბობდა, სკოლაში სიარული დიდად არ ხიბლავდა. მოგვიანებით, როცა ნინი ნუცუბიძე დათო გორგილაძის გადაცემას სტუმრობდა, სკოლის პერიოდი კიდევ ერთხელ გაიხსენა და აღნიშნა, რომ რამდენიმე კლასის შეცვლაც კი მოუწია, რადგან მასწავლებლებთან პრობლემები ჰქონდა: “მათემატიკის გამოცდა ვერ ჩავაბარე. დირექტორმა მე და დედა დაგვიბარა და გვითხრა, რომ სხვა სკოლაში უნდა გადავსულიყავი… ისედაც დასტრესილი ვიყავი, ძალიან უცნაური მიდგომა ჰქონდათ”, – ამბობდა ნინი.
ნინი “X ფაქტორის” შემდეგ ასევე პოპულარულ პროექტ “ვოისშიც” გამოჩნდა, რის შემდეგაც მისი გულშემატკივრების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა.
15 წლის იყო, როცა ში უკრაინული “X ფაქტორისთვის” გაემგზავრა. ნინის ნამღერმა ჟიურის ოთხივე წევრი მოხიბლა და რაც მთავარია, ის „ოქროსფერი ვარსკვლავის“ დახმარებით, პირდაპირ ფინალში გადაიყვანეს:
15 წლის ქართველი მომღერალი უკრაინულ X Factor-ში პირდაპირ ბოლო ტურში გადაუშვეს
“მომწონს აქაური სიტუაცია, გადაღებები. თან, უკრაინელი და ქართველი ხალხი შეკრულები ვართ ერთი ოჯახივით. ის, რომ ქართველები აქ არიან, ბევრ რამეს მიმსუბუქებს. თუნდაც, ჩემების მონატრებას. მე და ჩემმა მეგობარმა გიგი ადამაშვილმა გადავწყვიტეთ ამ კონკურსში მონაწილეობა. უბრალოდ, ორივეს მოგვინდა, ცხოვრებაში ახალი გამოწვევა მიგვეღო და ამიტომაც მივედით ქასთინგზე თბილისში. აგვირჩიეს და მერე იქიდან უკვე უკრაინაში წამოვედით. სწორედ პირველ ქასთინგზე დააჭირეს ხელი ოქროსფერ ღილაკს და რამდენიმე ტურს გადავახტი” – იხსენებდა მაშინ ნინი ნუცუბიძე.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ნინიც მუსიკალური მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდა. სწავლობდა Institute of the Arts Barcelona-ში, Saint Louis College of Music-სა და Institute for Creative Arts & Technology-ში. განათლება სხვადასხვა მიმართულებით მიიღო და დღეს მეგობრებთან ერთად საკუთარ მუსიკასაც ქმნის. დროის გარკვეულ ნაწილს საქართველოდან შორს ატარებს. როცა აქ ბრუნდება, ქართველი მსმენელის წინაშეც ხშირად გამოდის ხოლმე.
ნინი ბრეგვაძის მორიგი დიდი წარმატება -ში – რას წერს ქართველი მომღერალი
“ზოგადად, ძალიან მიჭირს ახალი რაღაცის მიღება და კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მიხარია, არის ის, რომ ის მიზნები, რაც მაქვს, ამ მიზნებისგენ სასიარულო გზა გამოჩნდა” – ამბობდა ნინი.
ნინ ნუცუბიძე საკუთარი მიზნებისკენ რომ დაუღალავად მიდის, ამას მისი ბოლო წარმატებაც მოწმობს – ქართველი არტისტი, ნინი ნუცუბიძე პრესტიჟული საერთაშორისო მუსიკალური დაჯილდოების, Billboard Women in Music-ის ერთ-ერთი ნომინანტი გახდა. ნინის შესახებ თავად Billboard-მა დაწერა:
„2024 წლის ორ თვეში ნინი ნუცუბიძემ უკვე ორი სინგლის გამოშვება მოახერხა: Nana Sh-t და Lutecia (Girl, You’re Gold), ასევე გამოსცა სამკომპოზიციანი EP – Paper Planes. ნუცუბიძის შემოქმედებაში ქართული კულტურა ექსპერიმენტულ ელექტრონულ მუსიკას ერწყმის”, – ვკითხულობთ Billboard-ის სტატიაში.
თავად ნინისთვის ეს მოულოდნელი სიურპრიზი იყო: “თავიდან არ დავიჯერე, იმდენად არ ველოდი ასეთ შესაძლებლობას” – ამბობდა ის. ნინი გახდა პირველი ქართველი, რომელიც ამ დაჯილდოების ნომინანტი გახდა.
ქართული Voice-დან მსოფლიო ვარსკვლავობამდე – როგორ შეძლო მ არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიოს ალაპარაკება
Women in Music ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე ძველი და გავლენიანი მუსიკალური გამოცემა Billboard ატარებს. ღონისძიების მთავარი ჯილდო წლის ქალის ტიტულია, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გადაეცემა ქალ მუსიკოსს, რომელიც თავისი შემოქმედებით შთაგონებას აძლევს ქალების თაობებს სხვადასხვა სფეროში.
დაჯილდოების ცერემონია 6 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართა. ამჯერად წლის ქალის ტიტულის მფლობელი Karol G გახდა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ კიდევ 10 ნომინაციაში, მათ შორის იყო ახალი კატეგორია Global Force. მის სიაში კი იმ ქვეყნების წარმომადგენელი ქალი მუსიკოსები შევიდნენ, რომლებშიც Billboard ოფიციალურად მაუწყებლობს. Billboard Georgia-დან, შესაბამისად, საქართველოდან ამ სიაში ნინი ნუცუბიძე მოხვდა.
ამჯერად ინტერვიუს ნინი ნუცუბიძესთან hammockmagazine გვთავზაობს:
· “ძალიან შერეული ემოციები მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი პროცესის მიმდინარეობის შესახებ, მაინც მოულოდნელი იყო. უდიდესი პატივია ჩემთვის საქართველოს წარდგენა ასეთი ფართო მასშტაბის კონკურსზე. ძალიან დიდი და გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო ამ შესაძლებლობისთვის Billboard Georgia-სა და მარი ბოლქვაძეს აუცილებლად, რომლებმაც მართლა ძალიან ბევრი იშრომეს იმისათვის, რომ საქართველო ასეთ გლობალურ ამბავში მოხვედრილიყო”, – ამბობს ნინი ნუცუბიძე Billboard Women in Music-ის ნომინანტობის შესახებ.
“მუსიკა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი საკმაოდ პატარა ასაკიდან. არასდროს მიფიქრია, რომ სხვა პროფესია შეიძლება მქონოდა, იყო სხვადასხვა ინტერესები ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე, თუმცა ყველაფერი მაინც ტრიალებდა ხელოვნების გარშემო. ჩემი სიყვარული და დამოკიდებულება მუსიკისადმი ეტაპობრივად გახდა ჩემივე პროფესია. პროფესიულ სირთულეს, რა თქმა უნდა, ვაწყდები ხოლმე. ჩემთვის ეს ნიშნავს იმ პერიოდს, როდესაც მაქვს Lack of Creativity, ერთგვარი კრეატიულობის ნაკლებობა, რასაც მივიჩნევ ჩემს პროფესიულ შეფერხებად.
· ჩემთვის მთავარი მოტივატორი და შთაგონების წყარო ვარ ისევ მე, არ ვამბობ, რომ მინდა საუკეთესო ვიყო, უბრალოდ მაქვს დიდი სურვილი, რომ ყოველთვის ვიყო ჩემი თავით კმაყოფილი, ხშირად ასეც ხდება, მაგრამ წამიერია შეგრძნება, როდესაც ძალიან კმაყოფილი ვარ. მინდა ყოველთვის უფრო მეტად განვვითარდე, მოტივაციას კი მაძლევს საკუთარი თავი, რომ სულ უფრო უკეთესი ვიყო, არავისზე – მხოლოდ საკუთარ თავზე, იმასთან შედარებით, ვიდრე კონკრეტულ პერიოდში ვარ.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლი ჩემს ცხოვრებაში მსმენელს უჭირავს, მთავარი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არტისტისთვის არის ის, რომ საქმიანობაში სიყვარული ჩადოს. აუდიტორია და მსმენელი არის ჩემთვის ის ფაქტორი, რომელიც ამ სიყვარულის გაზიარებაში მეხმარება.
ჩემი მუსიკალური კარიერის ყველაზე დიდ წარმატებად სწორედ Billboard-ის ნომინანტთა სიაში 40 არტისტს შორის და მათგან კი 10-კაციან Short list-ში მოხვედრას ვთვლი”, – ამბობს ნინი ნუცუბიძე ინტერვიუში.