ФСБ: „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის საქმეზე 11 პირია დაკავებული

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, მოსკოვის ოლქში, „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის საქმეზე 11 პირია დაკავებული.
ინფორმაცია 11 დაკავებულის შესახებ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წარუდგინა. ინფორმაციას სააგენტო ТАСС კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორისაა ოთხი პირი, რომლებიც უშაუალოდ მონაწილეობდნენ თავდასხმაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელები ბრიანსკის ოლქში დააკავეს.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ვერსიით, თავდამსხმელები გეგმავდნენ რუსეთის საზღვრის გადაკვეთას უკრაინის მიმართულებით, სადაც მათ „შესაბამისი კონტაქტები ჰქონდათ“. ამ დროისათვის დაკავებულები მოსკოვში გადაჰყავთ.
22 მარტს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, კრასნოგორსკში, თავდასხმა მოაწყვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში, შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტს ათასობით ადამიანი უნდა დასწრებოდა.
„როიტერსის“ ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

ასევე დაგაინტერესებთ