სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსის ინდექსში საქართველო ვერ მოხვდა – თურქეთი და ყაზახეთი 45-ე და 52-ე ადგილზე არიან

2023 წლის სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსის ინდექსის რეიტინგში, რომელიც იკვლევს ამა თუ იმ ქვეყანაში რამდენად კარგადაა დაბალანსებული სამუშაო, დასვენება და პირადი ცხოვრება, საქართველოს მეზობელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, თურქეთი და ყაზახეთი მოხვდა. თურქეთი 45-ე ადგილს იკავებს და 100-დან 42.7 ქულა აქვს, ყაზახეთი – 52-ს (37.8 ქულა). კვლევის მიხედვით, თურქეთში კვირაში 29 საათი მუშაობენ, საათში მინიმალური ხელფასი $6.52-ია და კვირაში 66.7$-ია სადეკრეტო შვებულების ანაზღაურება; ყაზახეთში კი კვირაში 30.7 საათი მუშაობენ, საათში მინიმალური ხელფასი $0.38-ია, კვირაში 100$-ია სადეკრეტო შვებულების ანაზღაურება.
რეიტინგი HR ტექნოლოგიურმა კომპანია Remote-მა შეადგინა და სიაში ყველაზე მაღალი მშპ-ს მქონე მსოფლიოს 60 ქვეყანა მოხვდა, შესაბამისად ამ რეიტინგში საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები ვერ მოხვდნენ.
გლობალური სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსის ინდექსი 2023-ის მიხედვით, ახალი ზელანდია საუკეთესო ქვეყანაა და იქ ყველაზე უკეთაა დაბალანსებული სამუშაო და პირადი ცხოვრება. ძლიერი ეკონომიკის მქონე ეს კუნძული ქვეყანა მაღალ ქულას იძენს უამრავ ინდიკატორში, მოსახლეობას სთავაზობს ხანგრძლივ ყოველწლიურ შვებულებას (32 დღე), ავადმყოფობის მაღალ ანაზღაურებას (80%), მაღალ მინიმალურ ხელფასს და ხარისხიან სახელმწიფო დაფინანსებულ ჯანდაცვის სისტემას.
მეორე ადგილი ესპანეთს ერგო. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ესპანური სიესტას იდეა საერთაშორისო სტერეოტიპად იქცა, ამ ერმა იცის, როგორ დააყენოს სიცოცხლე სამუშაოზე წინ.
ქვეყანა განსაკუთრებით „გულუხვია“, როდესაც საქმე ეხება სავალდებულო წლიურ შვებულებას (36 დღე). მას ასევე აქვს ერთ-ერთი ყველაზე მოკლე სამუშაო კვირა. ჯანსაღი ეკონომიკის წყალობით ესპანეთი ამაყობს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და ვიზიტორებისთვის მოსახერხებელი ქალაქებით.
სამეული საფრანგეთმა დახურა. როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული ქვეყანა მოსახლეობის თვალსაზრისით (დაახლოებით 65 მილიონი ადამიანი) და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მშპ მსოფლიოში, აქ ბიზნესს აქვს ცხოვრებისა და სამუშაოს სწორი ბალანსი და დაქირავებულებს აქვთ ბევრი თავისუფალი დრო (საშუალო სამუშაო კვირა მხოლოდ 25,6 საათი), მაღალი მინიმალური ხელფასი და 36-დღიანი წლიური შვებულება.
ტოპ 10 ქვეყანა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსით:
· ახალი ზელანდია,
· ესპანეთი,
· საფრანგეთი,
· ავსტრალია.
· ,
· ნორვეგია,
· ნიდერლანდები,
· დიდი ბრიტანეთი,
· კანადა,
· ბრაზილია.