მარკ ცუკერბერგი მერაბ დვალიშვილს აშშ-ის მოქალაქეობის მინიჭებას ულოცავს

MMA-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი -ს მოქალაქეობის მინიჭებას ულოცავს.
მერაბ დვალიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„თითქმის უკვე 12 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა. არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, მაგრამ შრომითა და მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე. რისთვისაც მადლიერი ვარ ამ ქვეყნის”, – წერს დვალიშვილი Instagram-ზე.
ქართველი მებრძოლის პოსტს სოციალურ ქსელში მარკ ცუკერბერგი გამოეხმაურა – „გილოცავ!” – დაწერა მარკ ცუკერბერგმა ამავე პოსტის კომენტარებში.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს Meta-ს დამფუძნებელი, რომელიც შერეული საბრძოლო ხელოვნებითაა დაინტერესებული აქტიურად გულშემატკივრობს.