Tasteatlas-ის სპირტიანი სასმელების რეიტინგში ქართული ჭაჭა მე-60 ადგილზეა

Tasteatlas-ის სპირტიანი სასმელების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც ქართული ჭაჭა მე-60 ადგილზეა. ამავე რეიტინგში რუსული „ვოდკა“ 47-ეა, რუსული „სამოგონი“ – 70-ე, ხოლო სომხური არარატი – 66-ე.
Tasteatlas-ი საუკეთესო სპირტიან სასმელად შოტლანდიურ Speyside Scotch-ს ასახლებს. სამეულში კიდევ ერთი შოტლანდიური Islay Scotch მოხვდა.
საუკეთესო სპირტიანი სასმელების ათეულშია:
შოტლანდიური Speyside Scotch
ფილიპინური Lambanog
შოტლანდიური Islay Scotch
სერბული Viljamovka
ფრანგული Armagnac
იაპონური Japanese Whisky
მექსიკური Reposado tequila
კარიბული Dark Rum
მექსიკური Añejo
ფრანგული XO Cognac.
სხვა ცნობილი სპირტიანი სასმელებიდან, Tasteatlas-ის რეიტინგში შოტლანდიური სკოჩი 24-ზე ადგილზეა, ფრანგული კონიაკი – 26-ზე, მექსიკური ტეკილა – 29-ზე, შოტლანდიური ვისკი – 33-ე, კანადურის ვისკი – 37-ზე, ბურბონი – 39-ზე, თურქული რახი – 49-ზე, შვეიცარიული აბსენთი – 58-ზე, ლიბანური არაყი- 61-ზე.