„ვუსამძიმრებთ რუს ხალხს“ – საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

„ვუსამძიმრებთ რუს ხალხს“, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოს მთავრობა მოსკოვში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება და წერს, რომ „დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს“.
გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ:
„საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.