“როსგვარდია” აცხადებს, რომ “კროკუს სითი ჰოლზე” თავდამსხმელების ძებნა მიმდინარეობს

“როსგვარდიის” ინფორმაციით, “კროკუს სითი ჰოლზე” თავდამსხმელების ძებნა მიმდინარეობს.
განცხადების თანახმად, “ტერაქტის ადგილზე ს გვარდიის სპეცდანიშნულების რაზმები მუშაობენ”.
“კრიმინალების ძებნა და შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.
ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს” – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთმა „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობებით შედეგად დაღუპულია 40 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი.