ხანძარი 13 000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული – მოსკოვი

მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში მომხდარი სროლისა და აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი 13 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ინფორმაციას ს საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებში 320 მეხანძრე და 130 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მონაწილეობს. მათივე ცნობით, სამუშაოებში ჩართულია 3 ვერტმფრენი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი ამ ეტაპზე კონტროლს ექვემდებარება.
მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა.
რუსეთი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ცნობით, თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Crocus City Hall-ში მომხდარი თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.
7 მარტს -ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო