თავდასხმის მონაწილეებზე ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს

რუსული მედიის ცნობით, ს ფედერაციის ეროვნული გვარდია (როსგვარდია) აცხადებს, რომ საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის მონაწილეებზე ძებნა მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, გვარდიის დანაყოფები ტერაქტის ადგილის მიმდებარე ტერიტორიებზე თავდამსხმელებს ეძებენ და შენობიდან მოქალაქეების ევაკუაციაში მონაწილეობენ.
რუსული მედიის ცნობით, ეროვნული გვარდია სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა, სავარაუდოდ, ეძებენ ოთხ პირს.