პიერპაოლო პიჩოლი Valentino-ს შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას ტოვებს

მოდის პრესის ცნობილმა გამოცემამ მორიგი ექსკლუზიური სიახლე გაავრცელა – WWD იტყობინება, რომ ვალენტინოს მოდის სახლის შემოქმედებითი დირექტორი, პიერპაოლი პიჩოლი დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.

2008 – 2016 წლებში, პიჩოლი ვალენტინოს იტალიელ დიზაინერ მარია გრაცია ქიურისთან ერთად ხელმძღვანელობდა. 2016 წელს, მას შემდეგ, რაც მარია გრაცია დიორის მოდის სახლის შემოქმედებით დირექტორად დასახელდა, პიერპაოლომ ვალენტინოს შემოქმედებითად მართვა დამოუკიდებლად განაგრძო.

სავარაუდოა, რომ სიახლე კავშირშია ვალენტინოს 30%-იანი წილის გასხვისებასთან. გეტყვით, რომ გასულ წელს, ბალენსიაგასა და გუჩის მფლობელმა კომპანია, Kering-მა ვალენტინოს ბრენდის 30% შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული კონგლომერატი 2030 წლამდე ბრენდის სრულად, 100%-ით შეძენას აპირებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს Valentino-ს შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას.