“თუ ეს დღეს მოხდება, მაშინ მოგვიწევს ბრძოლა იმით, რაც გვაქვს” – NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე

NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მზადყოფნასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ადმირალ რობ ბაუერმა გაიხსენა, თუ როგორ გააფართოვა ალიანსმა თავისი ყოფნა ბალტიის ქვეყნებში 2016 წლიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთი და თქვა:
მტერი წყვეტს, როდის და სად დაგესხმება თავს და რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი. სამწუხაროდ, უკრაინა დარწმუნდა ამაში. მზად ვართ? პასუხია: დიახ! ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა – ვიყოთ მზად. თუ ეს დღეს მოხდება, მაშინ მოგვიწევს ბრძოლა იმით, რაც გვაქვს. ახლა ჩვენ გვყავს რვა ასეთი ბატალიონის ზომის საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაერთიანდეს ბრიგადაში. შესაბამისი ქვეყნები მუდმივად მუშაობენ ამ მექანიზმზე. თუ მეტი იქნება საჭირო, მაშინ განვიხილავთ. მაგრამ ჯერჯერობით ეს საკმარისია.
გულუბრყვილობა იქნებოდა მხოლოდ აღმოსავლეთ ფლანგზე ფოკუსირება, რადგან რუსები არა მხოლოდ იქ არიან. ისინი ყველგან არიან. ამიტომაც NATO მუდმივად აკვირდება მათ ქმედებებს და საჭიროების შემთხვევაში პასუხობს.
ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი მოცულობის იარაღის წარმოების უნარი, მაგრამ მისი ხარისხი მუდმივად იკლებს ომის დაწყებიდან. მათ აქვთ გარკვეული გეგმები, მაგრამ ომში არიან, ამიტომ მათ დიდი დრო სჭირდებათ. მათთვის ეს ადვილი არ იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის