იემენელმა ჰუსიტებმა ჩინეთსა და რუსეთს უთხრეს, რომ მათ გემებს წითელ ზღვასა და ადენის ყურეში თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ და არ დაესხმებიან. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროების თანახმად, თავდაუსხმელობის სანაცვლოდ, ორმა ქვეყანამ შესაძლოა რიგ ორგანიზაციებში, მაგალითად, გაეროს უსაფრთხოების საბჭოში, ჰუსიტებს პოლიტიკურად მხარი დაუჭირონ.
Bloomberg წერს, რომ შესაძლოა ჩინეთმა და რუსეთმა ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ დამატებითი რეზოლუციების მიღებას მხარი არ დაუჭიროს.
ჰუსიტები აქამდეც უთითებდნენ, რომ რუსეთისა და ჩინეთის ქონებაზე იერიშს არ მიიტანდნენ და ამბობდნენ, რომ ისრაელთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და აშშ-სთან დაკავშირებულ სავაჭრო გემებს ესხმოდნენ თავს.