შემირცხვენია NGO და ე.წ. ანალიტიკური ცენტრი, უცხო ფულის სპონსორობით, კრიმინალი ახალაიების გოშიას რომ ვითომ ‘აპრავებ’, იქ ხარ დასრულებული ზნეობაში

შემირცხვენია NGO და ე.წ. ანალიტიკური ცენტრი, უცხო ფულის სპონსორობით, კრიმინალი ახალაიების გოშიას რომ ვითომ ‘აპრავებ’, იქ ხარ დასრულებული ზნეობაში
შემირცხვენია ის ვითომ NGO და ე.წ. ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ამდაგვარ უგვანოებს აძლევს საჯარო პლატფორმას. უცხო ფულის სპონსორობით, კრიმინალი ახალაიების გოშიას რომ ვითომ ‘აპრავებ’, იქ ხარ დასრულებული ზნეობაში, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, დიდი შანსი ექნებოდა – დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ, ივანიშვილს კი შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს“.
აბაშიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ყოფილი მოადგილე, ნოდარ ხარშილაძე არასამთავრობოების გზით ცდილობს თვითდამკვიდრებას.
„ეს ნაცარსება, სახელად ნოდარ ხარშილაძე, ვითომ ცდილობს ვითომ არასამთავროების გზით თვითდამკვიდრებას. შემირცხვენია ის ვითომ NGO და ე.წ. ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ამდაგვარ უგვანოებს აძლევს საჯარო პლატფორმას. უცხო ფულის სპონსორობით, კრიმინალი ახალაიების გოშიას რომ ვითომ ‘აპრავებ’, იქ ხარ დასრულებული ზნეობაში“, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს