ისრაელი ამბობს, რომ ღაზის საავადმყოფოში ასობით “ჰამასის” მებრძოლი დააკავა

ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი ამბობს, რომ “ჰამასის” და “ისლამური ჯიჰადის” ასობით წევრი დააკავა. მებრძოლები ღაზის მთავარ, ალ-შიფას ჰოსპიტალზე ფართო თავდასხმისა და რეიდის ფარგლებში დააკავეს და მათ შორის უსაფრთხოების ძალების ოფიციალური პირები და სამხედრო მეთაურებიც არიან, – აცხადებს .
ალ-შიფას საავადმყოფოში, ქალაქ ღაზაში ისრაელის ჯარი ორშაბათ დილით, 18 მარტს, გათენებისას შევიდა. შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ საავადმყოფო უფრო დიდი კომპლექსის ნაწილი იყო და ის პალესტინელი მებრძოლებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს ბაზას გვირაბით უკავშირდებოდა.
ოპერაციის ფარგლებში ისრაელის მხარის ცნობით, ასობით მებრძოლი მოკლეს და 500-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავეს. მათ შორის 360-მდე “ჰამასისა” და “ისლამური ჯიჰადის” მონაწილე.
დაკავებულთა შორის სავარაუდოდ არის “ისლამური ჯიჰადის” სამი სამხედრო მეთაური და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩატარებულ ოპერაციებზე პასუხისმგებელი “ჰამასის” ოფიციალური პირები. ასევე, მათი შიდა უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები.
“ვინც ჩვენი ძალების მიერ დანებების მოთხოვნას არ დაემორჩილა, განადგურდა”, – განაცხადეს ისრაელის წარმომადგენლებმა ხუთშაბათს, 21 მარტს გამართულ ბრიგინგზე. ჟურნალისტებს ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმების შესაძლებლობა არ ეძლევათ.
ალ-შიფას საავადმყოფო, რომელიც ომამდე ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულება იყო, ახლა მხოლოდ ნაწილობრივ ფუნქციონირებს და იძულებით გადააადგილებულ პირებსაც იფარებს. სექტორის ჩრდილოეთში მის გარდა, მხოლოდ რამდენიმე სხვა სამედიცინო ობიექტი მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება