კულტურასა და სპორტში მოღვაწეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გრანტები გაიცემა

კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსთან“ თანამშრომლობით, კულტურისა და სპორტის სფეროებში მოღვაწე ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გრანტებს გასცემს. ამის შესახებ 18 მარტით დათარიღებულ მთავრობის განკარგულებაში წერია, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი, აწერს.
დოკუმენტის მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა „კულტურის სფეროში გრანტის გაცემისა და გამოყენების შესახებ“ და „სპორტის ფეროში გრანტის გაცემისა და გამოყენების შესახებ“. რის შედეგადაც სამინისტროს თანხმობა მიეცა, რომ შესაბამისი ბენეფიციარებისთვის გრანტები გასცეს.
მთავრობის განკარგულება პრემიერის ხელმოწერისთანავე ძალაში შევიდა და მისი მოქმედება მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გრძელდება.
დოკუმენტში არ არის მითითებული გრანტების ოდენობა და სხვა დეტალები.