ვიღაცის აგენტი თუ არ ხარ, როგორ შეიძლება, შენი ქვეყნის მხარდამჭერ რეზოლუციას არ მოაწერო ხელი, სწორედ ამას მოჰყვა მოქალაქეების აღშფოთება აეროპორტში

ვიღაცის აგენტი თუ არ ხარ, დავალებას თუ არ ასრულებ, როგორ შეიძლება, შენი ქვეყნის მხარდამჭერ რეზოლუციას არ მოაწერო ხელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ განაცხადა.
მდინარაძემ კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო.
მამუკა მდინარაძის თქმით, სწორედ ამგვარ ქმედებებს მოჰყვა ინციდენტი დღეს პარლამენტში და მოქალაქეების აღშფოთება საქართველოს აეროპორტში, სადაც ბრიუსელიდან დაბრუნებულ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომელთა უარის გამოც რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა, მოქალაქეთა ჯგუფი შეძახილებით დახვდა.
„მთელი დღის განმავლობაში პროტესტი შემთხვევითი ნამდვილად არ არის. ეს პროტესტი გულწრფელია, იქიდან გამომდინარე, რომ, ვაშაძის თამადობით, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც საქართველოს მხარდამჭერ, ამავე დროს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას არ მოაწერეს ხელი.რას ნიშნავს ხელის მოუწერლობა საკუთარი სამშობლოს მხარდამჭერ რეზოლუციაზე, ს წინააღმდეგ მიმართულ რეზოლუციაზე, რომ უნდა მოხდეს დეოკუპაცია, ევროპული ინტერგაცია. ამის შესახებ დეკლარირებულად, ჩაშლილად იყო ჩაწერილი რეზოლუციაში, რომელიც დააინიცირა „ქართული ოცნების“ დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა მაკა ბოჭორიშვილი. არ ვიცი, რა ვერსია უნდა განვიხილოთ, რომ ოდნავ მაინც მოგვინდეს, მათ ქმედებაში სიმართლე დავინახოთ. ამას ვერაფრით მოვახერხებთ.
ცოტა ხნის წინ პარლამენტში ინციდენტი მოხდა დაზეპირებული მესიჯებისთვის, რომ 800 000-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. რამდენი შემოვიდა უკან, ამაზე არ ლაპარაკობენ. ამ დაზეპირებული, როზნერის მიერ გამრავლებული მესიჯბოქსით ლაპარაკობენ, თუთიყუშებივით იმეორებენ ერთსა და იმავეს. მოქალაქეებს, რომლებიც აეროპორტში დახვდნენ, ახალგაზრდებს მთვრალები და ნარკოზემოქმედების ქვეშ მყოფები უწოდეს, ახალგაზრდებს პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ. წითლიძეს დაუწერია პოსტი, ისინი მთვრალ მდგომარეობაში და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენო. ასე აბრალებენ რაღაცებს ქართველ ახალგაზრდებს, რომლებმაც ვერ აიტანეს და გააპროტესტეს ის, რომ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას ესენი მხარს არ უჭერდნენ.
არ ვიცი, ამას რა უნდა დავარქვა – ღალატი, მტრობა, დავალებების შესრულება, აგენტობა, ნებისმიერი იქნება მართებული, რადგან ვიღაცის აგენტი თუ არ ხარ, წარმოუდგენელია, ვერ ვხვდები, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ვიღაცის დავალებას თუ არ ასრულებ, როგორ შეიძლება, შენი ქვეყნის მხარდამჭერ, ევროინტეგრაციასთან, დეოკუპაციასთან დაკავშირებით რეზოლუციას არ მოაწერო ხელი. გამაოგნებელია სიტყვები, რა სიტყვებიც მათ უთქვამთ, რა დროს ჯარის გაყვანააო თუ რაღაც. ყველა დღე უნდა იყოს იმის მოწოდების, რომ რუსეთმა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და არა პროვოკაციების დრო. მათი ყველა განცხადება, რომელიც ვითომ ანტირუსულია, სინამდვილეში, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და პროვოკაციული შინაარსის არის. იმიტომ ვთქვით, რომ არასდროს მხარს არ დავუჭერთ მათ არცერთ საერთაშორისო რეზოლუციას ან რაიმე აქტივობას, რადგან ყველა პროვოკაციას შეიცავს.
ბევრი დოკუმენტი უნდა მოგროვდეს ისეთი, რასაც საერთაშორისო მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეს, ისეთი, რომელიც არც პროვოკაციის ნიშნებს შეიცავს და თან ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, დეოკუპაციას შეუწყობს ხელს. გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი ბევრი უნდა მოგროვდეს. სიტყვის ოკუპაციის ხსენებაზე იყო საუბარი, ევროსტრუქტურებმა ოკუპაცია ერთხელ და სამუდამოდ ასე დაბეჭდილად, დეკლარირებულად ახსენეს და ამაზე არ მოაწერეს ხელი. რას ლაპარაკობენ და ქმედებით რას აკეთებენ, საუბარი მაქვს შეუთავსებლობაზე და სულ ასე იყვნენ ყოველთვის. ოკუპანტის საქმეს აკეთებდნენ და პოზიციონირებდნენ, როგორც პროდასავლელები. ამას მოჰყვა ინციდენტი პარლამენტში. ამას მოჰყვა მოქალაქეების აღშფოთება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული საზოგადოების თვალში აშშ-ს და ევროკავშირს რეპუტაციული ზიანი თავიდან აარიდოს და მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას

გლობალური ომის პარტიაა ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისას მოვლენები წარმოაჩინოს, თითქოს, საქართველოს დაპირისპირება არა მასთან, არამედ აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს