“ეს გზა მხოლოდ რუსეთისკენ მიდის, არავინ დააფინანსებს და ამიტომ ბიუჯეტიდან იხდიან ფულს” – რუსეთთან ჩქაროსნული გზის გაჭრა საქართველოს 225 მლნ დაუჯდება

ახალი გზა, რომელიც სკენ წავა, მილიონები დაჯდება. 225 მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. დარიალზე, აგრესორი ქვეყნის საზღვართან, ახალი გზის თითო კილომეტრი დაახლოებიით 50 მილიონი დაგვიჯდება.
ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთთან ჩქაროსნული გზის გაჭრა სწორედ კრემლის ინტერესშია. ბესიკ დონაძის თქმით, ხელისუფლებას არ აღელვებს გზები, რომელიც პორტამდე მივა ან ცივილურ მსოფლიოს დაუკავშირდება.
250 ლმნ-ს ხარჯავს სახელმწიფო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმიტომ, რომ რუსეთთან იყოს ჩქაროსნული ავტომაგისტრალი და 10 წლის განმავლობაში ზღვაზე გასასვლელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი არ გვაქვს, ვერ ააშენეს. დღეს “ქართული ოცნებისთვის პრიორიტეტია რუსეთში მიმავალია, და ამას საერთაშორისო გზა დაარქვეს, მაგრამ ეს არის გზა, რომელიც მხოლოდ რუსეთში მიდის. ოღონდ გზა, რომელიც მიდის პორტთან და რომელიც მიდის დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან, იქ ჩქაროსნული გზა არ გვაქვს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდიან ფულს იმიტომ, რომ რუსეთში მიმავალი გზის დაფინანსებას არ გააკეთებს არცერთი ცივილური საერთაოშიროს ორგანიზაცია, – ამბობს ბესიკ დონაძე.
რუსეთისკენ მიმავალი ახალი გზის მშენებელობისთვის სახელმწიფო ტენდერი აქამდეც იყო გამოცხადებული. მასში მონაწილეობა მხოლოდ 5-მა ჩინურმა კომპანიამ მიიღო, თუმცა ყველამ დიკსვალიფიკაციით დაასრულა. ახლა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და გზების დაპარტამენტმა ახალი კონკურსი გამოაცხადა. ვინ იქნებიან მონაწილეები, ჯერ-ჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ