როგორ ებრძვის ევროკავშირი ოცნებას და რა აიძულა EU-ს საქართველომ? – EU-ს “ბინძურ გეგმაზე” კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი EU-ს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი 9 დათქმის შესრულების შემდეგ მიენიჭოს, პოლიტიკურს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ევროკავშირს საქართველოში არეულობის მოწყობა სურდა და მათ მიზანს ხალხის ხელისუფლებასთან დაპირისპირება წარმოადგენდა, თუმცა, მათ ეს “ბინური გეგმა” ჩაუვარდათ.
ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. მთავარი მიზეზი იყო ქვეყანაში არეულობის მოწყობა, დესტაბილიზაცია, რომ ხალხი დაეპირისპირებინათ ხელისუფლებასთან და ძალიან მარტივი მესიჯი ჰქონდათ, რომ აი, თქვენ, ქართველები კარგი ხალხი ხართ, იმსახურებთ ევროპას, ევროპულ მომავალს, სტატუსს, მაგრამ აი, ხელისუფლება გყავთ ცუდი. ასეთი სიბინძურე იყო ჩაფიქრებულ, თუმცა, რა თქმა უნდა, ქართველი კაცი გონიერია, არ გამოუვიდათ ამ ყველაფრის გახორციელება და იძლებულები გახდნენ, ქვეყნისთვის მიეცათ სტატუსი, რომელიც მანამდეც გვეკუთვნოდა, – ამბობს კალაძე.
უკვე მეორე დღეა, ბრიუსელში საგანგებო სამიტი მიმდინარეობს, სადაც ალიანსის გაფართოების პოლიტიკის შესახებ მსჯელობენ. საქმე ეხება მოლდოვასთან, უკრაინასთან და ბოსნია ჰერცოგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ