გაეროს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას

აშშ-ს, რომელმაც არაერთხელ დაადო ვეტო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდების რეზოლუციებს, 22 მარტს გაეროს უშიშროების საბჭოში შეაქვს „დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ რეზოლუციის პროექტი. ამავე დროს რუსეთს სურს, რომ მსოფლიომ უფრო ცხადი მოთხოვნები წამოაყენოს.
კენჭისყრა 22 მარტს, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.
ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დაწყების მერე, რომლის მიზნად ისრაელმა ჰამასის განადგურება გამოაცხადა, -მა გაეროს უშიშროების საბჭოზე არაერთხელ გამოიყენა ვეტოს უფლება, რათა საერთაშორისო ორგანოს არ მისცემოდა პალესტინელთა ტერიტორიაზე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოწოდების შესაძლებლობა.
სამხედრო ქმედება ისრაელმა დაიწყო ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული) მეომრების ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ. 7 ოქტომბერს ს სამხრეთში შეჭრის შედეგად დაიღუპა 1200 ადამიანი, ხოლო 240 მძევლად აიყვანეს. ისრაელის არმიის მოქმედებას ღაზის სექტორში 32 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის სექტორში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება