უკრაინის ენერგოსისტემაზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო – „უკრენერგო“

უკრაინაზე ს დღევანდელმა მასირებულმა შეტევამ უკრაინის ენერგოსისტემის პარალიზება გამოიწვია. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, გენერალ ოლეშჩუკის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 63 დრონი და სხვადასხვა ტიპის 88 რაკეტა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 55 დრონი და 37 რაკეტა გაანადგურეს.
კომპანიის ხელმძღვანელის, ვოლოდიმირ კუდრიცკის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური იერიში განხორციელდა.
კუდრიცკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში „კომბინირებული საშუალებებით“ შეუტია თბოელექტროსადგურებს, ჰესებს და მაგისტრალურ ქვესადგურებს. „უკრენერგოს“ ხელმძღვანელის თანახმად, ყველაზე დიდი ზიანი ხარკოვს მიადგა.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე იყო ზაპოროჟიეში მდებარე უდიდესი ჰიდროელექტროსადგური „დნეპროჰესი“. ენერგოკომპანია „უკრჰიდროენერგომ“ რუსეთი დაადანაშაულა კახოვკის შემდეგ, ახალი ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევის მცდელობაში.
კომპანიის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს „დნეპროჰესის“ კაშხალსა და ჰიდრონაგებობებზე. ენერგოკომპანიის თანახმად, სადგურზე ხანძარს ებრძვიან, კაშხალზე სიტუაციას აკონტროლებენ და ნგრევის საფრთხე არ არსებობს.
2023 წლის ივნისში დაინგრა უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰესის კაშხალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. მ რუსეთი დაადანაშაულა ჰესის აფეთქებასა და ეკოციდში. თავის მხრივ, რუსეთმა განაცხადა, რომ დივერსია უკრაინულმა მხარემ მოაწყო.
კაშხლის დანგრევამ გამოიწვია ათეულობით ადამიანის სიკვდილი, მასშტაბური წყალდიდობა და ეკოლოგიური კატასტროფა. საცხოვრებლის გარეშე დარჩა ათასობით ადამიანი. უკრაინის მთავრობის თანახმად, კახოვკის კაშხლის ნგრევამ გარემოს მიაყენა 1,5 მილიარდი დოლარის ზარალი.

ასევე დაგაინტერესებთ