გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაზე ისტორიაში პირველი რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტს მიიღო ისტორიაში პირველი რეზოლუცია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებისა და გამოყენების გლობალური რეგულირების შესახებ.
ამ დოკუმენტში საუბარია ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ერთიანი საერთაშორისო სისტემის შექმნის აუცილებლობაზე. გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია ერთხმად მიიღო.
„რატომ უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტით დაკავებული ეს ორგანიზაცია, რომელსაც ამდენი ეგზისტენციალური საკითხის განხილვა უწევს? პასუხი მარტივია – ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი ეგზისტენციალურია და არა მხოლოდ საფრთხის თვალსაზრისით, რომელსაც ის წარმოადგენს, არამედ შესაძლებლობებისაც, რომლებსაც ის იძლევა,“ – განაცხადა ტომას-გრინფილდმა.
„შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს მუშაობას მთავრობებთან და სხვა პარტნიორებთან, რათა გარანტირებული იყოს, რომ ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, პროექტირება, განვითარება, დანერგვა და გამოყენება, იყოს უსაფრთხო, საიმედო და სანდო,“ – აღნიშნა -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.