საპენსიო აქტივების ჯამურმა საინვესტიციო მოგებამ მილიარდ ლარს გადააჭარბა

დღევანდელი მდგომარეობით, საპენსიო აქტივების ჯამურმა საინვესტიციო მოგებამ მილიარდ ლარს გადააჭარბა.
2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 8,274-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 26,354,795.74 ლარი.
29 თებერვლის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოდან დღემდე ჯამური რეალური (ინფლაციის გათვალისწინებით) ამონაგები ასეთია:
• კონსერვატიული პორტფელი: 5.11%.
• დაბალანსებული პორტფელი: 5.51%
• დინამიკური პორტფელი: 5.80%.